ამ სცენაზე თქვენ ხედავთ გუნდს, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 11:48, 29 Sep, 2020     1084

ევროპულმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია წარადგინა.

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, პარტიულ სიაში არ არის რიგითობა და გუნდის შიგნით არის შიდა კონკურენცია. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში შევა ის, ვისაც მხარს დაუჭერს ხალხი.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ეს გუნდი გამოიყვანს ქვეყანას მძიმე კრიზისიდან და მოუტანს მას გარდამტეხ ცვლილებებს.

„დღეს ამ სცენაზე თქვენ ხედავთ გუნდს, მომავალ საპარლამენტო გუნდს, გუნდს, რომელმაც უნდა გამოიყვანოს ჩვენი ქვეყანა გაჭირვებიდან, გუნდს, რომელმაც უნდა გამოიყვანოს ჩვენი ქვეყანა უიმედობიდან, რომელშიც შეგვიყვანა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ, გუნდს, რომელმაც უნდა მოიტანოს გარდამტეხი ცვლილებები ამ ქვეყანაში. ცვლილებები, რომელიც შექმნის დასაქმებას, რომელიც ქვეყანას მოუტანს კეთილდღეობას თითოეულ ოჯახს, ცვლილებებს, რომელიც წაიყვანს ჩვენ ქვეყანას წინ და შექმნის უკეთეს მომავალს ჩვენი შვილებისათვის.

დღეს თქვენ ამ სცენაზე ხედავთ კომპეტენტურ, მცოდნე, ქვეყნისათვის თავდადებულ გუნდს, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანს ცვლილებებს, მოუტანს უკეთესობას და მოუტანს იმას, რისთვისაც ვიბრძვით თითოეული ჩვენგანი.

ჩვენ გუნდს, ამ ყველაფერთან ერთად აქვს კიდევ ერთი გამორჩეული თვისება, რომელიც მას განასხვავებს ყველა სხვა პარტიისაგან საქართველოში და ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენი წარდგენა არ ყოფილა რიგითი ნომრებით, იმიტომ, რომ ეს არის ევროპული საქართველოს გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვართ პარტია, სადაც კაბინეტებში იწერება სიები, ჩვენ არ ვართ პარტია, სადაც ადამიანები თანამდებობებს ინაწილებენ ისე, რომ ხალხს აზრს არ ეკითხებიან. ჩვენთან ყველაფერს გადაწყვეტს ამომრჩევლის და ხალხის აზრი. ამიტომ, ჩვენ გვაქვს პარტიული კონკურენცია და ამ ადამიანებისგან პარლამენტში გავლენ ისინი, ვისაც მხარს დაუჭერს ხალხი.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42