ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი წერეთელი, ხელისუფლების მხარდამჭერების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობის ფაქტებს ეხმაურება.
გიგი წერეთლის თქმით, ძალადობრივი კამპანია, როგორიც იყო ნიკა მელიას და ბოლნისის შემთხვევა, ამყარებს არგუმენტს, რომ ხელისუფლებას აქვს შესაძლო წარუმატებლობის შიში და ცდილობს, რომ აგვარი ქმედებებით დააშინოს პოლიტიკური ოპონენტები.
წერეთელმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად აკვირდება ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო პროცესს და შეცდომები შესაძელოა ძვირად დაუჯდეს არამარტო ხელისუფლებას, არამოდ მთლიანად ქვეყანას.
„ძალადობრივი კამპანია, როგორიც იყო ნიკა მელიას და ბოლნისის შემთხვევა, ამყარებს არგუმენტს, რომ ხელისუფლება ირჩევს ამგვარ მეთოდებს, რაც პირველ რიგში მიანიშნებს შესაძლო წარუმატებლობის შიშზე, თუმცა, ამავდროულად, დიდ ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს. განცხადებები იმის თაობაზე, რომ მთავრობას სურს საარჩევნო კამპანია ჩატარდეს მშვიდობიანად და სამართლიანად ჯერ-ჯერობით მხოლოდ სიტყვებია, რადგან ხელისუფლების მხრიდან უკვე დაწყებულია საჯარო მოხელეების მობილიზება და ხშირ შემთხვევაში არის ფაქტები არაკანონიერი ზეწოლისა, როგორიცაა პირადობის მოწმობების მოთხოვნა, რაც სავარაუდოდ წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ის ცუდი პრაქტიკა, რომელიც როგორც ჩანს არ დასრულებულა, მხოლოდ ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში მიმდინარე არჩევნებს საერთაშორისო პარტნიორები აკვირდებიან და შეცდომები შესაძლოა ძვირად დაუჯდეს არამარტო ხელისუფლებას, არამედ მთლიანად ქვეყანას.“- განაცხადა გიგი წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები






