დეკანოიძემ წინასაარჩევნო კამპანიის უკვე დაიწყო და როგორც თავად ამბობს, გამარჯვებისათვის ემზადება.
"რატომ ვართ ჩვენ აქ არის ის რომ ყველას გავაგონოთ ჩვენი ხმა და ვუთხრათ ყველას ისნელებმა რომ ძალიან მნიშვნელოვანია 31 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება. მინდა დავსვა ერთი კითხვა: როგორი ქვეყანა გვაქვს ჩვენ და ვისია ეს ქვეყანა? ამ კითხვის დასმის შემდეგ მოგვდის აზრი, რომ ეს ქვეყანა ჩვენია. მაგრამ დღეს ეს სიმართლე არ არის რადგან ეს ქვეყანა დღეს რუსეთთან ერთად მიტაცებული აქვს ოლიგარქს, რომელიც ჩაერია ყველა სახელმწიფო ინსტიტუების საქმიანობაში, რომელმაც გააღარიბა ჩვენი მოქალაქეები და ადამიანები, რომელმაც ვერ შეუქმნა მაგალითად შორენას ის პირობები რომ საკუთარი შვილი გაზარდოს ისე როგორც მას უნდა, მაგალითად ვერ შეუქმნა პირობებო იას და ჟუჟუნას, რადგან სახელმწიფო არ ზრუნავს მათზე. მაგალითად, ვერ შეუქმნა 50 ათას ბავშვს პირობა იმისი რომ დისტანციური სწავლება მიეღო, მაგალითად ვერ შეუქმნა პირობა 70 ათასზე მეტ ბავშვს, რომ ის საკვები მიეღო, რომელიც აუცილებელია. დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელშიც მართლმსაჯულება, პოლიცია, სუსი, უსაფრთხოება, პროკურატურა, სასამართლო რომელიც ამორალურია, მუშაობს მხოლოდ ერთ ადამიანზე. ადამიანებმა დაკარგეს პერსპექტივა, დაკარგეს იმედი", - თქვა ხატია დეკანოიძემ თავის სიტყვაში.
მასალის გამოყენების პირობები






