ბაჩალიაშვილის საქმე - ინტერნეტში "ვილა ალგეთის“ მოძებნის გამო პროგრამისტი გამოკითხვაზე დაიბარეს
სამართალი - 17:37, 28 Sep, 2020     2440
პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც თავად პროგრამისტი აცხადებს, ბაჩალიაშვილს არ იცნობდა და მასთან კავშირი არ აქვს, საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზი კი ინტერნეტში მოძიებული მასალაა, რომელიც ლუბარეცმა, როგორც თავად ამბობს, მხოლოდ და მხოლოდ ინტერესის გამო მოძებნა.

"მითხრეს, რომ რაღაცები დამისერჩავს, რაც არ უნდა მომეძებნა. ერთ-ერთი ობიექტი არის ბაჩალიაშვილის საქმეში და მე საჯარო რეესტრის საიტზე ამ ობიექტს ვეძებდი. მითხრეს, რომ ამის გამო უნდა აიღონ ჩემი მობილური ტელეფონი და უნდა ნახონ ყველაფერი, რაც ინახება შიგნით. ყველა, ვინც რაღაც ინფორმაციას ეძებს, უნდა დაიბაროთ-მეთქი? კი, ვინც გამოჩნდება, უნდა დავიბაროთ და მათი ტელეფონები ვნახოთო. მითხრეს, ვილა ალგეთზე გქონდა დაკლიკულიო. არც ვიცოდი ამ ობიექტის შესახებ, მაუსით ვაჭერდი უბრალოდ რაღაც წერტილებს და ამის გამო ტელეფონი წამართვეს" - თქვა გიორგი ლუბარეცმა.

უკვე ორ თვეზე მეტია ახალგაზრდა პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვლილი იპოვნეს. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, თუმცა პროკურატურა ვერც სუიციდის ფაქტებს იკვლევს, შესაბამისად, გამოძიება ჩიხშია შეყვანილი და ბევრი ბუნდოვანი გარემოების გამო საზოგადოებასაც უამრავი კითხვა უჩნდება.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ მას მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არ შეხვდება და გარკვეულ კითხვებს არ გასცემს პასუხს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42