“მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების გასაანალიზებლად მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა”-ლანა გალდავა
პოლიტიკა - 17:30, 28 Sep, 2020     993
“ლელოს” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა სამხრეთ კავკასიაში, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას განიხილავს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა.
,,საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული შეიარაღებული დაპირისპირებიდან გამომდინარე, რომელსაც აუცილებლად ექნება გავლენა ჩვენი ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ გარემოზე, ზოგადად კი სამეზობლო პოლიტიკაზე, მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. კიდევ ერთხელ შევახსენებ მას, რომ 2011 წლის შემდეგ არ განახლებულა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ქვეყანას არ აქვს საფრთხეების შეფასების ახალი დოკუმენტი, ორი წელია, არ მიღებულა კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, არ არის დადგენილი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ახალი ნუსხა. შესაბამისად, საქართველო არის აბსოლუტურად დაუცველი ამ ახალი, უმძიმესი გამოწვევის წინაშე, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეების პარალელურად, ყოველდღიური მცოცავი ოკუპაციის პირობებში, რასაც სჭირდება წინასწარი ანალიტიკა და ყველა მიმართულებით სტრატეგიის დაგეგმვა,”-აცხადებს ლანა გალდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42