თავდასხმა ბოლნისში - მდინარაძე ენმ-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 16:43, 28 Sep, 2020     855
სახელისუფლებო გუნდის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბოლნისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ფიზიკური დაპირისპირება არა „ქართული ოცნების“, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან წამოსულ პროვოკაციას მოჰყვა:

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლნისში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობის შედეგად, კონფლიქტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. რეალურად, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, როგორც კონფლიქტის, ისე წინა დღეების განმავლობაში მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას, რაც სხვადასხვა ქმედებებში გამოიხატებოდა. მაგალითისთვის, გუშინ, საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს, მათი პარტიული აქტივისტების მოქმედებები ამისკენ იყო მიმართული, შემდეგ ჩაიხანაში მიზანმიმართული პროვოკაცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან, სადაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა კონფლიქტის ესკალაცია ჩვენი - „ქართული ოცნების“ (და შემთხვევით არ ვუსვამ ამას ხაზს) შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხელკეტებით, ქვებითა და მაგიდის გადატეხილი ფეხებით დაესხნენ თავს ჩვენი გუნდის წევრებს, რის შედეგადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მიიღეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები. ამის შემდეგ კონფლიქტი გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ჩვენი რამდენიმე აქტივისტი გადაყვანილია საავადმყოფოში.

ძალიან საყურადღებოა, რომ მომხდარიდან სულ რამდენიმე წუთში „ნაციონალური მოძრაობის“ მედია საშუალებები აუწყებდნენ საზოგადოებას, რომ თავდასხმა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბზე და მათ აქტივისტებზე, მაშინ, როდესაც ინციდენტი მოხდა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ და დაზიანებულები არიან ჩვენი აქტივისტები. ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად იციან, არჩენებში დამარცხებისთვის არიან განწირულები და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის მათი უცვლელი მეთოდები - სიცრუისა და ძალადობის გამოყენება, რათა პროვოკაციების და ვითარების ესკალაციეის ფონზე მიიღონ რაიმე სარგებელი. მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ საკუთარ კვლევებსაც მალავენ (ამაზეც არა ერთხელ ვილაპარაკე) და მათი პარტიული ტელევიზიების საშუალებით გაყალბებული მონაცემების ტირაჟირებას ახდენენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ძალადობისა და პროვოკაციის გარდა, სხვა არაფერი დარჩენიათ.

ცალსახად და მკაფიოდ მოვუწოდებთ, არა მხოლოდ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, არამედ რიგით მხარდამჭერებსაც და რიგით მოქალაქეებს, რომ არ დავუტოვოთ არანაირი სივრცე პროვოკაციული ქმედებებისთვის და მაქსიმალური მოთმინებით მივუდგეთ მათ საქციელს, რათა წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიან, სტაბილურ გარემოში წარიმართოს და არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩავატაროთ. გვესმის, რომ არის ძალიან რთული, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი აქტივისტების პროვოკაციული ქმედებები მოითმინო, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი და ყველა ტიპის პროვოკაციაზე გვმართებს მაქსიმალური თავშეკავება. ყველამ კარგად იცის, რომ ნაცმოძრაობას არც პანდემია და ეპიდემიოლოგიური ვითარება აინტერესებს ქვეყანაში და მათთვის არც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას აქვს ფასი, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მათ საარჩევნო პროცესებისა და ქვეყნის დაზიანების საშუალება არ მივცეთ.

ყველას კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებზე რეაგირებისგან და ძალადობისგან, ხოლო სამართალდამცავი ორგანოებისგან ველით, რომ თითოეული ფაქტი იქნება გულდასმით შესწავლილი და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას ექნება მყისიერი რეაგირება.

„ქართული ოცნების“ერთიანი გუნდი არის მყარად დარწმუნებული გამარჯვებაში და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციებით მოქალაქეების პასუხისმგებლიანი ქმედებებით ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი სამართლიანი, გამართული, გამჭვირვალე და მაღალი დემოკრატიული სტანდარტის არჩევნების მომსწრე და ავტორი უნდა გახდეს“ - განაცხადა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42