3 პუნქტი, რომლითაც “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიის გაგრძელებას და ოპონენტების, განსაკუთრებით კი ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციას გეგმავს - სკანდალურ ინფორმაციას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ავრცელებს.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, არჩევნების წაგების შიშით “ქართული ოცნება” საკუთარ მხარდამჭერებს ოპონენტების დევნას და დაჭერას პირდება:
“გამოვდებთ ჩანაწერებს, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი და ეს სატელეფონო ჩანაწერები იქნება იმგვარი, რომ საკუთარი მომხრეებიც არ მისცემენ ხმას;
მეორე-.მიხეილ სააკაშვილი ყიდდა აზერბაიჯანზე ტერიტორიებს. ჩვენ აღმოვაჩინეთ რუკები, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა გადამალული და ჩანს რომ სადაო ტერიტორიები არის საქართველოსი და ვაპირებთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და სააკაშვილი იქნება დადანაშაულებული რომ ვაჭრობდა მიწებით;
და მესამე – იქნება ოპოზიციის დარბევები, რომლესაც ექნება მასობრივი ხასიათი და ამ დარბევებს ხელმძღვანელობს სუდ-ი (სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი), მისი ხელმძღვანელი ლევან ახობაძე” - ამბობს ნიკა გვარამია.
მასალის გამოყენების პირობები






