სიკვდილიანობის მატება ვირუსის გავრცელების ყველაზე ტრაგიკული და, იმავდროულად, ყველაზე მკაფიო ინდიკატორია - ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 16:17, 28 Sep, 2020     747

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშილი, ეპიდემიასთან საბრძოლველად მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და მათ კითხვებით მიმართავს.

ზურაბ ჭიაბერაშილი მთავრობას შემდეგი კითხვებით მიმართავს:

როგორ გამოიყენა მთავრობამ 7 თვე?

გვყოფნის თუ არა ლაბორატორიული სიმძლავრე კონტაქტების დასადგენად, თუ ახლა ის იტესტება, ვისაც სიმპტომი აქვს?

რა რესურსი აქვს ქვეყანას ეპიდემიასთან საბრძოლველად და როგორ ვიყენებთ ამას?

„1. დღეს ქვეყანაში PCR-ტესტის ჩატარების დღიური სიმძლავრე 9,000-9,500-მდეა (ასე ჩანს სტატისტიკიდან). ნაცხი შეგვიძლია ავიღოთ თუნდაც 20,000, მთავარია ერთ დღეში რამდენის პასუხი გვეცოდინება. თუ ავიღებთ 9,500-ზე მეტს, ტესტების ნაწილის პასუხი მოვა 2 დღის შემდეგ. საქართველოში უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კარანტინში მყოფი ადამიანები ტესტის პასუხს 2 დღეზე მეტს ელოდნენ.

ეს არაა მხოლოდ ჩვენი პრობლემა. მაგალითად, ამერიკაშიც იდგა ეს პრობლემა გაზაფხულიდან მოყოლებული, ოღონდ იქ პრობლემა მაშინვე დაუდგათ. ჩვენ 7 თვე გვქონდა, რომ სიმძლავრეები გაგვეზარდა. როგორ გამოვიყენეთ?

2.იქნებ 9,500 საკმარისია? შეიძლება ჯერ კიდევ საკმარისია, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც მთავრობამ ვირუსის შეკავების ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური რესურსი გაზაფხულზე უყაირათოდ გაფლანგა და მოქმედების მანევრი შეზღუდული აქვს, უნდა ველოდოთ ინფიცირებულთა მატებას. გვყოფნის ლაბორატორიული სიმძლავრე კონტაქტების გაათმაგებული და გაასმაგებული რაოდენობის დროულად დასადგენად და დასატესტად? თუ ამაზე ხელი ავიღეთ და ახლა, უბრალოდ, იმათ ვტესტავთ, ვისაც სიმპტომები გამოუვლინდება?

3.მაშინაც კი, როდესაც ვირუსი იწყებს ისეთ გავრცელებას, როგორიც სექტემბრის დასაწყისიდან გვაქვს, გავრცელების კლასტერების (მათ შორის, უსიმპტომო ინფიცირებულების) გაფართოებული დიაგნოსტიკით დაჭერა საკვანძოა. PCR-ტესტების ჩატარების სიმძლავრეები თუ არ გვყოფნის, არა-PCR სწრაფი ტესტების გამოყენება უნდა დავიწყოთ. დგას ამის საჭიროება? რა რესურსი გვაქვს? რამდენს და როგორ ვიყენებთ?

4.სიკვდილიანობის მატება ვირუსის გავრცელების ყველაზე ტრაგიკული და, იმავდროულად, ყველაზე მკაფიო ინდიკატორია.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42