ქართული ოცნება აპირებს, რომ საუბნო კომისიების თავჯდომარედ დანიშნოს მათთან აფილირებული პიროვნებები - ბესიკ დონაძე
პოლიტიკა - 15:12, 28 Sep, 2020     1044
ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო კომისიების თავჯდომარეებად ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების არჩევას ეხმაურება.

ბესიკ დონაძის თქმით, 30 სექტემბერს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია აპირებს, რომ საუბნო კომისიების თავჯდომარეებად დანიშნოს ქართულ ოცნებასთან აფილირებული პიროვნებები. დონაძის თქმით, ეს ადამიანები არიან საჯარო მოხელეები, სკოლის დირექტორები და აიპ-ის თანამშრომლები, ხოლო მათი დანიშვნა საუბნო კომისიების თავჯდომარედ არღვევს საარჩევნო კოდექსს.

„ევროპულმა საქართველომ წინა ბრიფინგზე გაგაცანით იმ ადამიანების სია, რომლებიც დაკავშირებული არიან ქართულ ოცნებასთან და როგორც ნეიტრალური წევრები აირჩიეს საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიის წევრებად.

დღეს წარმოგიდგინეთ სია ადამიანების, რომლებიც ქართულ ოცნებასთან არიან დაკავშრიბული, არიან სკოლის დირექტორები, არიან აიპ-ის თანამშრომლები, მერიის თანამშრომლები და 30 სექტემბერს, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომები გაიმართება და იხსნება უბნები, ამ ადამიანების არჩევას აპირებს ქართული ოცნება და ეს შეთანხმებულია საოლქო საარჩევნო კომისიასთან.

ეს ადამიანები იქნებიან საუბნო საარჩევნო კომისიების თავჯდომარეები. ეს ადამიანები გამოირჩევიან ხელისუფლებასან მორჩილებით, გამომდინარე იქიდან, რომ დაინტერესებულები არიან და მუშაობენ საჯარო სამსახურებში, არიან დასაქმებულები, აქვთ თანამდებობები. 30 სექტემბერს ამ ადამიანებს აირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული წევრები და ქართული ოცნების მიერ დანიშნული კომისიის წევრები.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად ჩვენს ხელთ არსებული რესურსით და კანონის შესაბამისად, რათა შევუშალოთ საოლქო კომისიას ხელი და არ მოხდეს ამ ადამიანების არჩევა. თუმცა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დაკომპლექტების წესი საარჩევნო კოდექსში არის იმგვარი, რომ უმრავლესობა აქვს ქართულ ოცნებას.

არცერთი ჩვენ მიერ წარმოდგენილი პიროვნება და კომისიის წევრი არ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი თავის არჩევანში, რადგან ეს ადამიანები დასაქმებულები არიან მერიის სტრუქტურებში, არიან სკოლის დირექტორები და გამომდინარე აქედან, რადგან ქართულ ოცნებას აქვს უმრავლესობა, სარგებლობს ამ პრივილეგიით და ხდება ამ მიკერძოებული ადამიანების არჩევა. ეს ადამიანები ასრულებენ პირდაპირ ქართული ოცნების შტაბის მითითებებს. საარჩევნო კანონდმებლობაში გაწერილია კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც არჩეული კომისიის წევრები არ უნდა იყვნენს მიკერძოებულები და ხელისუფლებასთან აფილირებული, ხოლო ამ პიროვნებების კომისიაში არჩევა არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას.“ -განაცხადა ბესიკ დონაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42