37 წლის მამაკაცმა 32 საათის განმავლობაში 20 ფუნტის ღირებულების ველოსიპედით იმგზავრა. მას სურდა შეეგროვებინა თანხა სხვადასხვა საქმელმოქმედო ორგანიზაციებისა და საავადმყოფოებისთვის, რომლებიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვნად იქცნენ, მას შემდეგ, რაც გასულ წელს კიბოს დიაგნოზით ბაბუა დაკარგა. თავდაპირველად, მას სურდა 1 250 მილის გავლა, რუსეთიდან თავის საცხოვრებელ ქალაქამდე, მანჩესტერამდე, მაგრამ იძულებული გახდა გეგმები პანდემიის გამო შეეცვალა.
ამის მაგივრად, მან გადაწყვიტა თავისი ქალიშვილების პატარა ველოსპიპედით, გლაზგოდან მანჩესტერამდე ჩასულიყო. 8–ჯერ საბურავების დაზიანების შემდეგ, მან შეძლო 12–დუიმიანი ველოსიპედით დანიშნულების ადგილამდე მიღწევა.

ვესლი ამბობს: „მე არ ვიყავი დაწმუნებული, რომ გადარჩენას შევძლებდი – ჯანდაბა, მე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს პატარა ველოსიპედი შეძლებდა ამხელა გზის გავლას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სრულ სიგიჟედ მეჩვენებოდა, მაინც ვცადე. ძლივს მოვასწარი, თავს ფორმულა ერთის მონაწილედ ვგრძნობდი, იძულებული გავხდი რვაჯერ გამომეცვალა საბურავები. მაგრამ ეს ყველაფერი ამად ღირდა. ისეთი დიდი მხარდაჭერა მივიღეთ ამ მოგზაურობისას და ეს ყველაფერი ამ ველოსიპედის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.“
უესლიმ საზოგადოების მხარდაჭერით ამ მოგაზაურობისას საკმაოდ დიდი თანხის შეგროვება შეძლო.
თუმცა, არ გამორიცხავს, რომ იმავე მიზნებისთვის თავის ჩანაფიქრს აასრულებს და რუსეთიდან მანჩესტერამდეც იმგზავრებს იმავე ველოსიპედით.


მასალის გამოყენების პირობები






