მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში საერთაშორისო ფრენების უმრავლესობა გაუქმდა. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანული მედია. ოფიციალური პირების განცხადებით, გაუქმდა ბაქო-ლონდონი-ბაქოს რეისი, რომელიც უნდა შესრულებულიყო პირველ ოქტომბერს. შექმნილი ვითარების გამო აგრეთვე გადაიდო 2 ოქტომბერს დაგეგმილი ბაქო-ბერლინის რეისი.
როგორც ირკვევა აგრეთვე არაბული ავიაკომპანია FLY DUBAI-ს ფრენებიც გაუქმებულია მინსკის, დუბაისა და მოსკოვის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 27 სექტემბერს გამთენიისას განახლდა- შეტაკებები ამ დრომდე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს და დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს არც კი აწარმოებენ. აქტიურად მიმდინარეობს საჰაერო და საარტილერიო იერიშები სომხეთის საჯარისო შენაერთებზე.
მასალის გამოყენების პირობები






