დევნილებს სჭირდებათ არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ადამიანური, მორალური და სოციალური მხარდაჭერა - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 13:50, 28 Sep, 2020     663

28 სექტემბერს ევროპული საქართველოს ოფისში შედგა პარტიის საარჩევნო პროგრამის ანტისაოკუპაციო და დევნილების მიმართ მიძღვნილი ნაწილის პრეზენტაცია. პროგრამა შემუშვებულია პლატფორმა აფხაზთა კრების მონაწილეობით, რომლის დამფუძნებელი მალხაზ პატარაია წარმოდგენილია ევროპული საქართველოს პარტიულ სიაში. შეხვედრას დაესწრნენ აფხაზთა კრების წარმომადგენლები და იძულებით გადაადგილებული პირები.

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, პარტიისათვის მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ ევროპულ საქართველოს შემოუერთდა აფხაზთა კრება. ბაქრაძის თქმით, ევროპულ საქართველოს აქვს მომზადებული ცალკე პროგრამა დევნილებისათვის და ამ პროგრამაში გათვალისწინებულია ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს აწუხებს ამ ადამიანებს.

„ევროპული საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ ჩვენ შემოგვიერთდა აფხაზთა კრება, ამასთან ერთად, ცალკე პროგრამა გვაქვს მომზადებული დევნილებისათვის, რადგან დევნილები არიან ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან და რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ადამიანური, მორალური და სოციალური მხარდაჭერა.

ამიტომ, ჩვენ გვაქვს მომზადებული ცალკე პროგრამა დევნილებისათვის, ყველა იმ პრობლემის მიხედვით, რომელიც დღეს ამ ადამიანებს აწუხებთ და გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებით უნდა მოვუტანოთ ქვეყანას, უნდა იყოს ასევე გარდხამტეხი ცვლილებები დევნილებისათვის, მათ შორის იმ დამატებითი პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც დევნილებს გააჩნიათ, დაწყებული ქონების დაკანონებით და ბინების გადაცემით და დასრულებული დევნილთა შემწეობით და ვეტერანის პენსიის გაორმაგებით.

„ევროპული საქართველოს“ უპირველეს ამოცანასა და მიზანს წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიების სრული, უპირობო დეოკუპაცია.

მანამდე ევროპული საქართველო ხელისუფლებში მოსვლიდან 100 დღის ვადაში:

❖ მივიღებთ კანონს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პერიოდული და პირდაპირი გზით არჩევნების შესახებ და აღნიშნული კანონით დევნილებს წარმომადგენლობით ორგანოში დავუბრუნებთ აქტიურ საარჩევნო უფლებას;

❖ გავატარებთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების რეფორმას და გავზრდით ლეგიტიმური ხელისუფლების ბიუჯეტს აუცილებელ პროგრამებისთვის.

❖ გავაორმაგებთ დევნილთა დახმარებას;

❖ საარსებო შემწეობის მიღება აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის მიღების შეჩერებას;

❖ დავიცავთ დევნილთა უფლებებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე;

❖ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის დასრულება განისაზღვრება ამ პარლამენტის მუშაობის 4 წლიანი პერიოდით, რისთვისაც სახელმწიფო საჭირეობის შემთხვევაში გამოიყენებს უცხოურ დახმარებას და/ან კრედიტს; ​

❖ დევნილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა აღარ გამოიწვევს დევნილის შემწეობის გაუქმებას, რადგან ბინით უზრუნველყოფა არ ცვლის მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას;

❖ დევნილის სტატუსი პროაქტიულად (შემდგომი გადახედვის გარეშე) მიენიჭება იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ შთამომავლებს, მიუხედავად დაბადების ადგილისა.

ევროპული საქართველოს ინიციატივით, შეიქმნა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელშიც შევლენ ის ადამიანები, ვინც საქართველოს მოქალაქეების მოტაცებაში, წამებასა და მკვლელობაში არიან ბრალდებულები.

❖ სია უნდა გაფართოვდეს განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართულებით და გახდეს ჩვენი მოქალაქეების დაცვის გარანტი.

❖ ჩვენ ვმუშაობთ ამ სიის 1000-მდე კანდიდატზე.

❖ ჩვენ დავიწყებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა საკუთრების საქართველოს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, რაც იქნება დევნილთა უფლებებების დაცვის გარანტია და რუსეთზე სანქციების დაკისრების ბერკეტი.

გარდამტეხი ცვლილებების დროა. ევროპული საქართველო იქნება თქვენი კომპასი ამ ცვლილებებისთვის!“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42