“ჩვენ ოპოზიცია ვთანხმდებით, რომ საქართველოს აქვს მომავალი და ამ მომავლისთვის მთავარი სისტემური, კომპლექსური და გეგმაზომიერი რეფორმებია" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 12:47, 28 Sep, 2020     816

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოდ პასუხისმგებლიან მთავრობას, რომელიც იზრუნებს საკუთარ მოქალაქეებზე და შესთავაზებს სტრატეგიულ სამოქმედო მყისიერ გეგმას. ვაშაძეს მიაჩნია , რომ ოპოზიციურ ძალებთან კიდევ ერთი შეთანხმება, რომელზეც ხელი მოაწერეს, ქვეყანას შექმნილი მძიმე კრიზისიდან იხსნის რის შედეგადაც დაიწყება აღმშენებლობა.

„საქართველო უმძიმეს კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება და შესაბამისად, აუცილებელია, ხელისუფლებაში იყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები და ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ, ოპოზიცია ამ ხელმოწერებით ვაფიქსირებთ, რომ გვჯერა, საქართველოს აქვს მომავალი და ამ მომავლისთვის მთავარი სისტემური, კომპლექსური და გეგმაზომიერი რეფორმებია. დღეს ჩვენ ვაწერთ ხელს რეფორმების პაკეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პირველი, ეს არის მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირება და ეკონომიკური განვითარება და მეორე ეს არის განათლების რეფორმა. ყოველივე ეს მნიშვნელოვანი ფუნდამენტია, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. განათლების სისტემაში ჩვენ მაქსიმალურად ვემხრობით დეცენტრალიზაციას - მეტი დამოუკიდებლობა სკოლებს და მასწავლებლებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავანთავისუფლოთ პოლიტიკური წნეხისგან განათლების სისტემა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ მაქსიმალურად ვემხრობით, რომ ბიუროკრატიული წნეხი შემცირდეს ეკონომიკაზე, მიწისა და საკუთრების რეგისტრაცია აღარ იყოს თავის ტკივილი მოქალაქეებისთვის და რაც მთავარია, დაიწყოს ეკონომიკამ სწრაფი განვითარება. აქამდე ოპოზიციურმა ძალებმა უკვე მოვაწერეთ ხელი მართლმსაჯულების, სასამართლოსა და შინაგან საქმეთა ორგანოების ანუ სამართალდამცავი ორგანოების რეფორმებს და ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ ეს არის ბოლო დოკუმენტი, რომელსაც ვაწერთ ხელს და ვთანხმდებით. ყველა ფუნდამენტურ საკითხზე გვაქვს შეთანხმება და ზუსტად ვიცით, რომ მოვდივართ ხელისუფლებაში, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი და მოვიტანოთ სიკეთე საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახში. ჩემს კოლეგებს და მეგობრებს ვულოცავ ამ ნაყოფიერი მუშაობის შედეგს და რაც მთავარია მთავარი მოსალოცი იქნება მაშინ, როცა ეს რეფორმები რეალიზებას დაიწყებს" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42