ამ ძალიან მძიმე ვითარებაში, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს სხვადასხვა ალტერნატივა შემუშავებული და იყოს მზად სხვადასხვა სცენარისათვის -სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 11:35, 28 Sep, 2020     745

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ეხმაურება ყარაბაღის კონფლიქთან დაკავშირებით.

სერგი კაპანაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს რამდენიმე სცენარისათვის და მას რამდენიმე ალტერნატივა უნდა ჰქონდეს შემუშავებული, რადგან როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ომის შემთხვევაში, ძალიან ბევრი ჩვენთვის არასასურველი სცენარი შეიძლება განვითარდეს.

კაპანაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები და მეტი ესკალაციის არდაშვების მხარდასაჭერი პოზიცია უნდა ჰქონდეს, თუმცა როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ივანიშვილი და მისი დამქაშები ყველაფერს აკეთებენ გარდა ეროვნული ინტერესების დაცვისა.

„ამ ძალიან მძიმე ვითარებაში, რეგიონში, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს სხვადასხვა ალტერნატივა შემუშავებული და იყოს მზად სხვადასხვა სცენარისათვის, რადგან ომის შემთხვევაში, ძალიან ბევრი ჩვენთვის არასასურველი სცენარი შეიძლება განმეორდეს.

ბუნებრივია, ეს უსუსური და უმაქნისი ხელისუფლება ამას ვერ იზავს, მაგრამ ახლა ყველა ჩვენგანის ამოცანა უნდა იყოს, რომ მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და შემდეგმა ხელისუფლებამ, მათ შორის სტრატეგიული ინტერესების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები, უნდა აიღოს საკუათარ თავზე და ივანიშვილი და მისი დამქაშები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ გარდა ეროვნული ინტერესების დაცვისა, უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას.

თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს პოზიცია მშვიდობის მხარდასაჭერი, მეტი ესკალაციის არდაშვების მხარდასაჭერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ ომში მე არ ვიცი გამარჯვებული ვინ იქნება, თუმცა დამარცხებული შეიძლება ნამდვილად გამოვიდეს საქართველო.“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42