მარათონს ესწრებოდა ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა.
გიგი უგულავას თქმით, ეს მარათონი სიმბოლური ხასიათისაა, რათა ახალგაზრდებს ახსოვდეთ, რომ აფხაზეთი საქართველოა და მისია, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია, ყოველი მოქალაქის შესასრულებელია.
უგულავას თქმით, ამგვარი ღონისძიებები ეხმარება ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და იმედოვნებს, რომ სხვა სოფლებიც მიბაძავენ ამ მაგალითს.
„ნებისმიერი ადამიანის თუ საზოგადოების მეხსიერებას სჭირდება ძალიან მკვეთრი შთაბეჭდილებები, ეხლა ჩვენ ვიმყოფებით სოფელ შამგონაში, რომელიც არის ენგურის მდინარეში, პრაქტიკულად, კუნძული და ამის იქით უკვე აფხაზეთია.
ეს ღონისძიება ერთ-ერთმა ადგილობრივმა დაგეგმა და იდეა მოგვაწოდა და აქ ამ ბავშვებისათვის ეს არის შთაბეჭდილება და შეხსენება, რომ აფხაზეთი საქართველოა და ჩვენ გვაქვს ტკივილი და გვაქვს მისია, რომელიც ჩვენი შესასრულებებლია და სხვა ვერავინ შეასრულებს.
ამ თვალსაზრისით ეს ღონისძიებები არის მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ჩვენი სოფლები, განსაკუთრებით ახალგაზრდები და ბავშვები მონატრებულები არიან ესეთ თავშეყრას. მე ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება შედგა და სხვა სოფლებიდანაც თუ იქნება გამოხმაურება ძალიან კარგი იქნება. რაც მთავარია, ეს არის შეხსენება, რომ აფხაზეთი საქართველოა.“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






