8 წელია ივანიშვილის და მისი გარემოცვის შედეგად ხდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შეფერხება - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 18:33, 27 Sep, 2020     890

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება.

გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა უკვე 8 წელია აფერხებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და გახარიას განცხადება, რომ მის პოლიტიკურ გუნდს აქვს რესურსი სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა, არის სიცრუე.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ სწორედ ევროპული საქართველოს გეგმა, რომელიც გულისხმობს გადასახადებისა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, მოუტანს ქვეყანას გარდამტეხ ცვლილებებს.

„უკვე 8 წელია ივანიშვილის და მისი გარემოცვის შედეგად ხდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შეფერხება, რაც პირდაპირ იწვევს ჩვენი მოქალაქეების გაღარიბებას, სამუშაო ადგილების დაკარგვას და ეს არ არის დაკავშირებული მხოლოდ პანდემიასთან, იქამდეც ხდებოდა ეს პროცესები. ამიტომ, არავის არ სჯერა იმის, რაც გახარიამ განაცხადა, უფრო მეტიც, ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში დარჩენა იქნება კატასტროფა როგორც ლარის კურსისთვის, ისე ჩვენი მოქალაქეებისათვის და ჩვენი ეკონომიკისათვის.

თუმცა საზოგადოება ამ არჩევნებზე მათ უარს ეტყვის და შემდეგ ჩვენ, ევროპული საქართველო დავწევთ გადასახადებს, გავაუქმებთ რეგულაციებს, მოვიზიდავთ საერთაშორისო ინვესტიციებს, გავამყარებთ და დავასტაბილურებთ ლარს. ევროპული საქართველოს გეგმა არის ერთადერთი გზა, რათა მეტი დოვლათი დარჩეს მოქალაქეებს, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და მეტი უცხოური ინვესტიცია იყოს ქვეყანაში - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42