ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონში, სოფელი რუხის ციხეში მხარდამჭერებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოსახლეობას მიმართა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბათუმში, არმაზ ახვლედიანმა.
არმაზ ახვლედიანის თქმით, ივანიშვილის პოლიტიკა არის უღირსი, არაკომპეტენტური და ქვეყნისათვის მავნებლური. ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ამგვარი პოლიტიკა უნდა ჩანაცვლდეს და ის უნდა ჩაანაცვლოს ისეთმა კომპეტენტურმა პოლიტიკოსებმა, როგორიც გიგი უგულავაა, რომელსაც შეუძლია მოუტანოს როგორც ზუგდიდს, ისე მთლიან საქართველოს გარდამტეხი ცვლილებები.
„მე 5 წლის ასაკში მამაჩემი ბათუმში ყოველდღე მიმეორებდა 2-3 ფრაზას. მათ შორის 1 იყო ასეთი-„ქართველისთვის ყველაზე დიდი მეგობარი, ძმა, არის აფხაზი“. ახლა აქ თქვენთან ყოფნისას ვგრძნობ, რომ ყველაზე უფრო ახლოს ვარ ჩემს სამშობლოსთან, აფხაზეთთან. აფხაზეთის გარეშე მე ვერ ვიქნები ბათუმელი. ფრთა მოტეხილი აქვს ჩვენს საქართველოს.
მასალის გამოყენების პირობები






