სად ვიქნებით ჩვენ, საქართველო, ამ დიადი გარდამტეხი ცვლილებების ეპოქაში, წყდება აქ და ახლა, ამ არჩევნებზე - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 17:23, 27 Sep, 2020     802

„ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონში, სოფელი რუხის ციხეში მხარდამჭერებს შეხვდა.

გიგი უგულავს თქმით, ივანიშვილის პოლიტიკა და მისი ხელისუფლების რუსეთისადმი ურთიერთობები არის ჭაობი, რომლის ერთადერთი ალეტარნატივა ჩაძირვაა. უგულავამ აღნიშნა, რომ ის თუ სად იდგება საქართველო ამ დიადი გარდამტეხი ცვლილებების ეპოქაში, წყდება ახლა, ოქტომბრის არჩევნებზე.

ყველა გარდამტეხ ცვლილებას თავისი დროის გეოპოლიტიკური კონტექსტი აქვს. ჩვენი პირველი დამოუკიდებლობა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იმპერიების მსხვრევის შედეგი იყო, ხოლო დამოუკიდებლობის დაკარგვა მოძალადეებისათვის საერთაშორისო შემაკავებელი ძალის არარსებობის შედეგად მივიღეთ. მარტივად, ამერიკა მაშინ იწყებდა საერთაშორისო პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლას, ხოლო ევროპა ომგამოვლილი და გაპარტახებული იყო.

შესაბამისად, მოძალადე საბჭოთა რუსეთი ვერაფერმა შეაკავა და ასე აღვმოჩნდით 70 წლიან ჯოჯოხეთში. ეს ჯოჯოხეთი დაინგრა და ჩვენ უკვე 30 წლიან დამოუკიდებლობას ვითვლით, ჩვენი გრძელვადიანი დამოუკიდებლობის გარანტი კი მხოლოდ ამერიკა, ევროკავშირი და ნატოა, საფრთხე კი იგივე, პუტინის რუსეთი.

უკრაინისა და ბელორუსის ამბები მიუთითებს, რომ მომდევნო ათწლეული, როდესაც პუტინის საპრეზიდენტო ვადა გადის, გარდამტეხი იქნება რეგიონისათვის. ჩვენ, პოლონელები, ბალტიისპირეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბელორუსი შევქნით თავისუფლების რკალს, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის თავისუფალი ნაწილი იქნება, ეს რკალი იქნება რუსული იმპერიალიზმის შემაკავებელი წინა ხაზი თავისუფალ სამყაროსთან ერთად და აქ, საქართველოს როლი, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, საკვანძოა და ამიტომაა ახლა გარდამტეხი ცვლილებები საჭირო, ივანიშვილის ოცნების საქართველო არის ყველაზე სახიფათო, რადგან როდესაც საუბარია რუსეთზე, ეს ჭაობზე დგომას გავს და ერთადერთი ალტერნატივა მხოლოდ ჩაძირვაა. ამიტომ, სად ვიქნებით ჩვენ, საქართველო, ამ დიადი გარდამტეხი ცვლილებების ეპოქაში, წყდება აქ და ახლა, ამ არჩევნებზე.“ - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42