აუცილებლად დადგება დრო როცა აფხაზებისთვის და ოსებისთვის პრაგმატულად უსარგებლო იქნება რუსეთის კოლონიად ყოფნა, სწორედ ამ დროს უნდა ვიყოთ მზად, ამიტომაა გარდამტეხი ცვლილებები დღეს მნიშვნელოვანი - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 13:07, 27 Sep, 2020     529

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, პარტიის წევრებთან ერთად, სოხუმის დაცემიდან 27 წლის თავზე, ენგურის ხიდთან მივიდა.

ევროპული საქართველოს წევრებს ხელში ბანერი, წარწერით „რუსეთი ოკუპანტია“ ეჭირათ.

გიგი უგულავას თქმით, სოხუმის დაცემის დღე არის უდიდესი ტკივილი მთელი საქართველოსთვის. უგულავას თქმით, აუცილებლად დადგება დრო როცა აფხაზებისთვის და ოსებისთვის პრაგმატულად უსარგებლო იქნება რუსეთის კოლონიად ყოფნა და სწორედ ამ დროს უნდა ვიყოთ მზად. უგულავამ აღნიშნა, რომ ამიტომაა გარდამტეხი ცვლილებები დღეს მნიშვნელოვანი.

„დღეს სოხუმის დაცემის დღე არის, ეს არის უდიდესი ტკივილი მთელი საქართველოსთვის, ამავე დროს შეხსენება იმის, რომ სანამ საქართველო არ იქნება საერთაშორისოდ აღიარებულ მიწა-წყალზე ერთიანი, ეს ტკივილი არ გაქარწყლდება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ტკივილი იქით მხარესაც არის და ჩვენ წლიდან წლამდე ვშორდებით ერთმანეთს, ვშორდებით ცხოვრების წესებს, ვშორდებით ადამიანურად და შეუძლებელია, რომ ეს ცივი ომის მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდეს. დადგება აუცილებლად დრო, როდესაც აფხაზები აუცილებლად გაიაზრებენ და მათთვის პრაგმატულად იქნება წამგებიანი რუსების კოლონიად ყოფნა და ამ დროს უნდა ვიყოთ მზად და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც წელს უნდა დაიწყოს, რადგან ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ჩვენ პარტნიორებთან ერთად, გამთლიანებისათის, ეს შესაძლებლობების ფანჯარა აუცილებლად გაჩნდება ძალიან მალე, უფრო ადრე ვიდრე ჩვენ გვგონია და მთავარი ამ დროს იქნება ის, თუ როგორი მომზადებული ვიქნებით ჩვენ ამ დროს. სწორედ ეს იქნება დაღვრილი სისხლის და უდიდესი ტკივილის ანაზრაურება და გამოსწორება. დღეს საქართთველო უნდა იყოს მზად, რომ გაერთიანდეს.“ - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42