ჩვენ ვართ ერთიანები, მაგრამ არა ერთნაირები - ელენე ხოშტარია
პოლიტიკა - 13:04, 27 Sep, 2020     543

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის ვაკისა და საბურთალოს ოლქში, ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიცური ძალები არიან ერთნი ერთი ამოცანის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების წინააღმდეგ, თუმცა ისინი ვერ იქნებიან ერთნაირები, რადგან ყველა ოპოზიციურ ძალას შორის არის მკაფიო იდეური განსხავვება.

ხოშტარიას თქმით, ოპოზიციური პარტიები ვერ იქნებიან ერთნაირები ვინმე კონკრეტულის ძალაუფლებაში მობრუნებასა და მოსვლაში, თუმცა ერთიანები იქნებიან კოალიციის შექმნასა და სხვადასხვა რეფორმის განხორციელების საკითხში.

„ჩვენ ვართ ერთიანები, მაგრამ არა ერთნაირები.

ეს ის მოცემულობაა, რომელიც ამ არჩევნებზე სხვადასხვა ფაქტორის გამო შეიქმნა. გავრილოვის პროტესტის შემდეგ საზოგადოების დაკვეთა, პროპორციული საარჩევნო სისტემა, ცალცალკე ვერავინ ვუგებთ ბიძინას - ეს ფაქტორები განაპირობებს ამ მოცემულობას.

მაგალითად ერთიანები ვართ არსებული სისტემის შეცვლაში, მაგრამ ვერ და არ ვიქნებით ერთიანები ვინმე კონკრეტულის ძალაუფლებაში მობრუნებაში და მოსვლაში. ერთიანები უნდა ვიყოთ კოალიციის შექმნის საკითხში, ამასთანავე უნდა ვანახოთ განსხვავებები, რომ ამ კოალიციაში მეტი წილი გქონდეს. ერთიანები ვართ მართლმსაჯულების სისტემის შეცვლის საკითხში, მაგრამ ნაბიჯებს შეიძლება განსხვავებულად ვხედავთ და ამაზე კოალიციაში ჭიდილი მხოლოდ კარგს მოიტანს. ერთიანები ვართ პროდასავლურ კურსში და ა.შ.

ობიექტურად რთული მოცემულობაა განსხვავებების ჩვენებაში ერთიანობა არ შემოგემსხვრას, ან პირიქით, ერთიანობის ხათრით ერთ მასად იქცე და ამით მათ შორის ბიძინას პროპაგანდას შეუწყო ხელი. ან ერთიანი მხარდაჭერის სურვილის გამო ხალხი მოატყუო და შენი განსხვავებული აზრი დამალო.

პოზიციებიც განსხვავებული გაქვს, საერთო კანდიდატებს ეგოისტურად გვჭირდება ერთიანობა, ამ დროს ბევრ ადგილას მიდის კონკურენცია და განსხვავების ჩვენება მეტად ჭირდებათ.

მოკლედ ობიექტურად არაა ადვილი მოცემულობა, მაგრამ ადვილი ლობიოს ჭამაა თუ როგორ არის აღარ მახსოვს.

მოკლედ ბევრი ფიქრის შედეგად იმ დასკვნამდე მივედი, რომ ფორმა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ მთელ პროცესში. სწორი ფორმის ნახვა, სადაც კამათობ და არა იბრძვი გასანადგურებლად, კატეგორულად არ ეთანხმები, მაგრამ პატივს ცემ. ყველას მოგვიწევს ამ სწორი ფორმის ნახვა. ეხლა ვერ ვიტყვი, რომ რომელილემ უკლებლივ საუკეთესო ფორმა ნახა.“ -განაცხადა ელენე ხოშტარიამ

ერთი თვეა წინ და ყველა დავფიქრდეთ ყოველ ჯერზე, ჩემ თავსაც ვეუბნები ამას. არც მე უნდა გავჩუმდე ხმებისთვის და არც განსხვავებულობა გადაიზარდოს ხალხის დამაბნეველ პროცესად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42