ჩვენსა და სხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ის განსხვავებაა, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 12:00, 27 Sep, 2020     402

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, რუსთავის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი წარუდგინა.

წარდგენაზე მოსახლეობას მიმართა პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ. სერგი კაპანაძის თმით, ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისის აღმოფხვრას სჭირდება კონრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები და კაპანაძის თქმით, სწორედ ევროპული საქართველოს ხედვაა ზუსტი და კონკრეტული, რომელიც ქვეყანას მოუტანს ახალს შესაძლებლობებს.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ევროპულ საქართველოს რუსთავში, ირმა ნადირაშვილის სახით ჰყავს კანდიდატი, რომელიც იბრძოლებს როგორც რუსთავის, ისე მთლიანი საქართველოს უკეთესი მომავლისათვის.

„ჩვენი ამოცანა ამ არჩევნებზე არ არის მარტო ერთი ადამიანის დამარცხება, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და გავისტუმროთ ქართული ოცნება ოპოზიციაში, ჩვენი ამოცანა არის უფრო დიდი, რომ ამ დამარცხების შემდეგ ქვეყანა შევცვალოთ უკეთესობისაკენ, რომ ამ დამარცხების შემდეგ გზა გავუხსნათ ისეთ ცვლილებებს, რომელიც თითოეული ოჯახის ცხოვრებას შეცვლის უკეთესობისაკენ , რომელიც მხოლოდ დაპირებები და სიტყვები კი არა, რეალური საქმე იქნება, რომელიც გააუმჯობესებს თითოეული მოქალაქის ცხოვრებას.

ჩვენსა და სხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ის განსხვავებაა, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ მოხდეს ცვლილებები. ძალიან ადვილია ილაპარაკო უბრალოდ უკეთეს მომავალზე, მდიდარ საქართველოზე, თუმცა რთულია გქონდეს ზუსტი ხედვა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს. ჩვენ გუნდს აქვს სწორედ ეს, კონკრეტული ხევდა, იდეა, რომლის გარეშეც ცვლილებები ვერ განხორციელდება.

· ბიუროკრატიული ხარჯის 2 მლრდ. ლარით შემცირება, რითაც ნაკლები ფული დარჩება მთავრობას და მეტი ფული ხალხს.

· შემოსავლების დაწევა, რაც გამოიწვევს იმას,რომ მეტი ფული დარჩება ბიზნესში, მეტი ფული დარჩება ხალხს.

· ამით შესაძლებელია, რომ იყოს მინიმალური 1000 ლარიანი ხელფასი და საშუალო 2000 ლარიანი შემოსავალი.

· აუცილებელია უსაფრთხოება ჩვენო ოჯახებისათვის, მოქალაქეებისათვის და ევროპულ საქართველოს აქვს გამოწვევა, რომ შეამციროს კრიმინალი.

ამ ყველაფრის გაკეთებას სჭირდება კომპეტენტური გუნდი, რომელიც მოახდენს ამ რეფორმების ინიცირებას და გაიტანს მას პარლამენტში. სწორედ ასეთი გუნდია ევროპული საქართველო და სწორედ ასეთი წარმომადგენელი ჰყავს ევროპულ საქართველოს რუსთავში, ირმა ნადირაშვილის სახით.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42