31 ოქტომბერი იქნება დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს შექმნის დღე - ელენე ხოშტარია
პოლიტიკა - 11:15, 27 Sep, 2020     326

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, რუსთავის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი წარუდგინა.

წარდგენაზე მოსახლეობას მიმართა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაკისა და საბურთალოს ოლქში, ელენე ხოშტრაიამ.

ხოშტარიას თმით, არჩევნების დღე იქნება არა მანიპულაციის, უიმედობისა და ჩაგვრის, არამედ მომავლის და დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს შექმნის დღე.

ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ირმა ნადირაშვილი არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც ყოველთვის იყო იქ, სადაც იყო ბრძოლა ქვეყნის უკეთესობისათვის.

„მიხარია, რომ დღეს კიდევ ერთხელ ვარ რუსთავში და ვარ ირმას გვერდში იმ დღეს, როდესაც ის პირობას დებს და პასუხისმგებლობას იღებს რუსთაველების წინაშე. ჩვენ ველოდებით 31 ოქტომბერს, დღეს, რომელიც მნიშვნელოვანია არა პოლიტიკოსებისათვის, არა მთავრობისათვის, არამედ ხალხისათვის. ეს არის ხალხის გადაწყვეტილების დღე. ძალაუფლების წყარო არის ხალხი და ამას აქვს მნიშვნელობა, შინაარსი და არჩევნები არის არა მანიპულაციის, მოსყიდვის, დაშინებისა და უიმედობის, არამედ მომავლის, იმედის, მშენებლობის, დემოკრატიული თავისუფალი საქართველოს შექმნის დღე.

პარლამენტი არის პასუხისმგებლიანი ინდივიდების, იდეური და მებრძოლი ადამიანების ადგილი და სწორედ ასეთია ირმა ნადირაშვილი, რაც მე მინახავს ჩემი თვალით, ადამიანების გვერდში, კორუფციასთან მებრძოლი, აცრემლებული, ადამიანების გაჭირვების გამო, მინახავს ყველა იმ ადგილას, სადაც იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესობისათვის.

არჩევნები არის ანგარიშის ჩაბარების დღე და მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა გუნდმა ეს განკიტხვის დღე უკვე გაიარა, როდესაც საზოგადოებამ გვიტხრა, რომ ბევრი გაკეთებულის გარდა ბევრიც გავაფუჭეთ და ეს ჩვენ ღირსეულად მივიღეთ, დავაგროვეთ კიდევ უფრო მეტი გამოცდილება, თუმცა კარგად გავიაზრეთ რას აღარ გვაპატიებს ხალხი არასოდეს, ეს არის თავგასული, დაუბალანსებელი, ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლება.

სწორედ ამიტომ გვსურს ჩვენ ცვლილებები, გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც შეცვლის ამ წრეს და ქვეყანას წაიყვანს წინ.“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42