ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა. ჩვენ უნდა ვიყოთ ქვეყანა, სადაც არა ბიუროკრატებს, არამედ ჩვეულებრივ ხალხს ექნება კეთილდღეობა - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 11:00, 27 Sep, 2020     433

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, რუსთავის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი წარუდგინა.

დავით ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში არსებულ მძიმე გაჭირვებას, უიმედობასა და უპერსპექტივობას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ხოლო ევროპული საქართველოს გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოუტანოს როგორც რუსთავს, ისე მთლიან საქართველოს ახალი შესაძლებლობები.

„რუსთავმა წინა არჩევნებზეც დაამტკიცა, რომ ის არის წინ, მომავლისკენ ორიენტირებული ქალაქი და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც არ ეგუება გაჭირვებას და პრობლემას, ვინც იბრძვის საკუთარი ცხოვრების შეცვლისათვის და ყველაზე დიდ პატივს მე ვცემ იმ ადამიანებს, ვინც იბრძვის საკუთარი ცხოვრების შეცვლისათვის. ყველაზე ადვილია ხელის ჩაქნევა, იმედის დაკარგვა და თქმა, რომ არაფერი გვეშველება. ამიტომ, მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ვინც წინა არჩევნებზე უკვე თქვით, რომ აღარ შეიძლება ასე ცხოვრება, ამდენი პრობლემა და გაჭირვება და გადადგით ნაბიჯი, რათა გეცხოვრათ უკეთ. დარწმუნნებული ვარ, რომ თქვენ კიდევ ერთხელ იტყვით ამ სიტყვას ამ არჩევნებზე და შეცვლით თქვენ ცხოვრებას გარდამტეხი ცვლილებებით.

ჩვენი მიზანია, რომ ამ არჩევნებზე გავტეხოთ სიღარიბე, უმუშევრობა და ყველა პრობლემა, რომელიც ასე მძიმედ აწევს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა. ჩვენ უნდა ვიყოთ ქვეყანა, სადაც არა ბიუროკრატებს, არამედ ჩვეულებრივ ხალხს ექნება კეთილდღეობა.

დღეს ჩვენ გვაქვს დანგრეული ეკონომიკა, რაც კიდევ უფრო დააზიანა კორონაპანდემიამ და მისმა არაეფექტურმა მართვამ. ევროპულ საქართველოს რუსთავისათვის აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება ეს ქალაქი გამოვიდეს მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან.

რუსთავში უნდა აშენდეს ახალი აეროპორტი, რათა ეს ქალაქი გახდეს აღმოსავლეთ საქართველოს სატრანსპორტო ჰაბი, სწორედ ამგვარი გეგმა გვქონდა ჩვენ ქუთაისთან დაკავშირებით, აქაც, რუსთავშიც, ჩამოვლენ უცხოელი ტურისტები, ჩამოვლენ შიდა ქართლში, განხორციელდება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები. ქვეყანას სჭირდება ახალი შესაძლებლობები და ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია შექმნას ახალი შესაძლებლობები, 100 000 სამუშაო ადგილი, დასაქმება და ამ ქვეყნის წინ წასვლა.

ამ ყველაფერს სჭირდება გუნდი და ჩვენი გუნდი გამოირჩევა ლიდერებით, სწორედ ასეთი ლიდერი გვყავს რუსთავში, ადამიანი, რომელიც გამოირჩევა თავისი უკომპრომისობითა და ბრძოლით, ეს არის ირმა ნადირაშვილი.“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42