საქართველოს საგარეო საქმთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის გამწვავებას ეხმაურება.
ზალკალიანის უწყება თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ აკვირდებიან კონფლიქტს, რომელსაც გავრცელებული ცნობებით უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება.
საქართველო მოვუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, რომ მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის.
"იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას", - წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






