"დანაშაულის ტოლფასია ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში არსებული უმძიმესი მდგომარეობა”-მედეა მეტრეველი
პოლიტიკა - 14:10, 27 Sep, 2020     1030
“ლელოს” ლიდერმა მედეა მეტრეველმა და გორის და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაპუნა კობერიძემ კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგი ივანე ჯავახიშვილის მუზეუმის სავალალო მდგომარეობას ეხებოდა, რომელიც სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს.


“ლელოს” ლიდერის, მედეა მეტრეველის თქმით, დიდი საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალებიდან 80 წლის თავზე მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია და მას წლებია, არ ჩატარებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის საჭირო გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები.

“ამის გამო, შენობის ავარიული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მემკვიდრეობის ძეგლს, არამედ მასში დაცულ უნიკალურ ისტორიულ ექსპონატებს - ივანე ჯავახიშვილის პირად ნივთებს. მუზეუმის მცირე ბიუჯეტი არ იძლევა საშუალებას გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად. მუზეუმის ადმინისტრაციის არაერთი თხოვნის მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზით, ხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების გადავადება გაურკვეველი ვადით. ანალოგიურ მდგომარეობაშია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული სახლ-მუზეუმები, რომელთა მოვლა-პატრონობაზე და მათში დაცულ ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროს და მუნიციპალიტეტებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სრულ გულგრილობას იჩენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ და სრულიად არამიზნობრივად ხარჯავენ საბიუჯეტო სახსრებს,”-განაცხადა მეტრეველმა.

კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაპუნა კობერიძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, რომელიც სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, პასუხისმგებლობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეკისრება და მას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს ისეთ ისტორიულ ადგილებს, როგორიც ივანე ჯავახიშვილის მუზეუმია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42