პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის პანდემია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის.
მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მთავარია, მოქალაქეებმა რეკომენდაციები დაიცვან და ვირუსთან თანაცხოვრებას მიეჩვიონ.
"პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება და ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ. მარტივი რამ მინდა გითხრათ, დღეს განვითარებულ მსოფლიოში პირბადეზე, დისტანციასა და ელემენტარული ჰიგიენის ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელების ვერავინ მოიგონა, ამიტომ ეს წესები უნდა დავიცვათ. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო და ინფიცირების შემთხვევების ზრდა გვაქვს, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამასთან თანაცხოვრებას. მარტივია ინფექციის გაჩერება. დავიცვათ ელემენტარული წესები, არ არის ეს რთული", - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






