საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, აფხაზეთის ომს გამარჯვებული არ ჰყავს და ეს ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც უმძიმესი ტრაგედიაა.
დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. საერთოდ, ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ომი ტრაგედიაა ყველასთვის აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გახარია დღეს გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა.
„დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა ჩვენ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ ევროპულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ გავაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






