"საკარანტინე სივრცეში ადამიანის გარდაცვალება დანაშაულია და მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს,რომლებიც მძიმე პირობებში ამყოფებს გამოკეტილ ადამიანებს" - სერგო ჩიხლაძე
პოლიტიკა - 19:14, 26 Sep, 2020     914



„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე თელავში, საკარანტინე სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ჯანდაცვის სისტემის გაუმართავ მუშაობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს. ჩიხლაძეს მიაჩნია, რომ ეს არის დანაშუალი და აღნიშნულ ფაქტან დაკავშირებით, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომელთა უპასუხიმგებლობამ აღნიშნული ფატალური შედეგი გამოიწვია.


„საკმაოდ ბევრი ფაქტი დაგვროვდა საკარანტინე სივრცეების გაუმართავ მუშაობასთან დაკავშირებით, დღეს კი, უპასუხიმგებლობამ ფატალური შემთხვევაც გამოიწვია - საკარანტინე სივრცეში ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა. როდესაც სახელმწიფო კარანტინში,ფაქტობრივად, ციხის პირობებში ადამიანებს ანთავსებს, მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ელემენტარული ჯანდაცვის საჭიროებების, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათი ჯანდაცვის საჭიროების დაკმაყოფილებაზე. სამწუხაროდ, ბევრი თვითმხილველი აცხადებს, ელემენტარული ჯანდაცვის საჭიროებები ხშირად არ არის გათვალისწინებული საკარანტინე სივრცეებში, ზოგ შემთხვევაში კი, ექიმი ან ექთანი არ არის, ხოლო ზოგ შემთხვევაში როდესაც ადამიანებს სიმფტომები აქვს, უბრალოდ ეუბნებიან, რომ დარჩი ოთახში და თუ რამე ძალიან გაგიჭირდება და „მომაკვდავი გახდები", იმ შემთხვევაში მოვა შენთან ექიმი და სადმე გადაგიყვანთ. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და უპასხუიმგებლო მენეჯმენტი, ეს არის დანაშაული და ვფიქრობ, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებიც ასეთ მძიმე პირობებში ამყოფებენ გამოკეტილ ადამიანებს. გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ არ გადაამზადა პირველადი ჯანდაცვის რგოლის სამედიცინო პერსონალი, ასევე არ მოამზადა მდგომარეობა იმისთვის, რომ უსიმპტომო და მცირე სიმპტომიანი ადამიანების მკურნალობა ბინის პირობებში ყოფილიყო შესაძლებელი და საკარანტინე სივრცეებში ათასობით ადამიანის გამომწყვდევა საჭირო აღარ გახდებოდა. სახელმწიფომ ასევე არ იზრუნა ამ ადამიანების ფუნდამენტურ უფლებაზე, რაც არის სიცოცხლისა და ჯანდაცვის უფლება, რომელიც ირღვევა ბევრ საკარანტინე სივრცეში. ეს არის სასწრაფოდ გამოსასწორებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მსგავსი ფატალური შემთხვევები კიდევ დაგვიდგება, რადგან სამწუხაროდ კოვიდ ინფიცირებული ადამიანების შემთხვევები მატულობს და შესაბამისად მოიმატებს საკარანტინე სივრცეებში მოთავსებული ადამიანების რაოდენობაც," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42