27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 17:24, 26 Sep, 2020     2869

ვერძი

დღის პირველ ნახევარში უჩვეულოდ პასიური ხართ, თუმცა ერთგვარი პოზიტივი ამაშიც არის. ეცადეთ, საკუთარი აზრები და საქმეები მოაწესრიგოთ და სექტემბერში დაწყებული ყველა საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

კურო

ამ დღეს ცდუნებასთან გამკლავება გაგიჭირდებათ. თავს უფლება მიეცით, რომ თანაკურსელთან ან კოლეგასთან მსუბუქი ფლირტი წამოგეწყოთ. მოვლენები აკონტროლეთ, რადგან პატარა გართობა შეიძლება დიდ პრობლემად გექცეთ.

ტყუპები

უეცრად გამოჩენილი ფული საშუალებას მოგცემთ, თავი გაინებივროთ და თავისუფალი დრო ლამაზად გაატაროთ. შესაძლოა, თავს ფუფუნების უფლებაც კი მისცეთ. ეს დღე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ ნათესავებთან დისტანციას შეამცირებთ.

კირჩხიბი

თქვენს ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, ამიტომ შეგიძლიათ, დასვენებით დატკბეთ. კარგი იქნება თუ საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრებით. გარემოს შეცვლა და ახალი შთაბეჭდილებები, ასევე, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

ლომი

ამ დღეს მოსალოდნელია დაუგეგმავი გარემოებები, დავიწყებული მოვალეობები და მოულოდნელი სტუმრები. ეცადეთ, რეალობა მშვიდად მიიღოთ და საქმეებს გაუმკლავდეთ. სახელოვნებო პროექტების განხორციელებაში მეგობრები დაგეხმარებიან.

ქალწული

თქვენი მკაფიო ინდივიდუალურობა საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას მიიქცევს. ადამიანი, ვის მოხიბვლასაც შეძლებთ, თქვენი მომხიბვლელობისა და კეთილშობილების მარადიულ ტყვედ იქცევა. ეცადეთ დინებას არ მიჰყვეთ და თქვენთვის ხელსაყრელი შანსები ეძიეთ.

სასწორი

პლანეტების განლაგება ოჯახურ ცხოვრებაში სიმშვიდეს, სიყვარულს, სტაბილურობას და ფინანსურ კეთილდღეობას მოიტანს. კარგი დღეა საიუბილეო საღამოებისა და დაჯილდოებისთვის.

მორიელი

ამ დღეს საკუთარ რჩეულს საოცარი გულუხვობით გაანებივრებთ. მოსალოდნელია ოჯახში ახალი წევრის გამოჩენა. ოჯახურ და პირად ცხოვრებაში საკუთარი შესაძლებლობებს მთლიანად გამოავლენთ.

მშვილდოსანი

თვის ბოლოს უჩვეულო თავისუფლებას იგრძნობთ. ამ პერიოდში შეძლებთ სულიერი თუ ნათესაური კავშირები მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ეფექტურად გამოიყენოთ. თამამად დასახეთ გლობალური გეგმები და მათ განხორციელებას შეუდექით.

თხის რქა

ამ დღეს ფილოსოფიური აზროვნებისკენ ხართ განწყობილი, მაგრამ წვრილმანი საყოფაცხოვრებო პრობლემები ფიქრში ხელს გიშლით და რეალობაში გაბრუნებთ. ვინაიდან ოჯახურ ცხოვრებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებთ, ეცადეთ გამონახოთ საერთო ინტერესები, მაგალითად, მეყვავილეობა ან სუფთა ჰაერზე სეირნობა. ისწავლეთ ერთმანეთის გაგება და თავს უბედნიერეს ადამიანად იგრძნობთ.

მერწყული

უფროსი ნათესავებისგან ან და-ძმისგან მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებთ. ეს საშუალებას მოგცემთ გაიუმჯობესოთ საყოფაცხოვრებო პირობები და სახლი უფრო კომფორტული გახადოთ. ეცადეთ, ინტერესების სფერო გაიფართოოთ და უფრო კომუნიკაბელური გახდეთ. ამან შეიძლება მატერიალური სარგებელიც მოგიტანოთ და თქვენი სულიერი ცხოვრებაც გაამდიდროს.

თევზები

ამ დღეს გარშემო მყოფები თქვენს ბობოქარ ტემპერამენტს ვერ გაუმკლავდებიან. თქვენი მარადიული ვნების ცეცხლი ადვილად აღძრავს საპასუხო გრძნობებს, მაგრამ შეიძლება ბოლომდე დაგწვათ და ვიღაცას დაგამონოთ. ეცადეთ, რომ ვიღაც სხვას მეტისმეტად არ მიეჯაჭვოთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42