მაია კუკავა, რეფორმერის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი: ადამიანებს სტაბილურად განვითარების საშუალება უნდა მივცეთ
პოლიტიკა - 16:35, 26 Sep, 2020     1825

ვაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორისაა პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა, პროფესიით ფინანსისტი, მოპოვებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის სპეციალობით და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი პროექტების მართვაში. მაია კუკავა მუშაობდა საერთაშორისო ბანკ HSBC Bank Georgia -ში, იკავებდა ფინანსური და საოპერაციო დეპარტამენტის აღმასრულებლის პოზიციას; იყო ევროკავშირის დაფინანსებული პროექტების ფინანსური მენეჯერი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ამერიკულ-უკრაინული პროექტის ფინანსური დირექტორი, არის ბავშვთა შემეცნებითი ცენტრი ვინგსის დამფუძნებელი და ხელმძღვანელობს კომპანია "ვაისს".

- რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა და რატომ გახდით პარტია "რეფორმერის" წევრი?

_ ყოველთვის ვიყავი აქტიური მოქალაქე. ვხედავდი იმ პრობლემებს, რაც ხელს უშლიდა ჩემი ქვეყნის განვითარებას და წარმატებას. ვიცი ის სირთულეები, რაც არის კერძო სექტორში ბიუროკრატიული ბარიერების და არასწორი საკანონმდებლო ცვლილებების გამო. ეს ძალიან ართულებს ადამიანების ცხოვრებას, ამ ბარიერების გადალახვა მეც ბევრჯერ მომიხდა. უნდა შეიცვალოს ის გარემო, რაც არის დღეს ქვეყანაში. ეს არის ჩემი პოლიტიკაში ჩართვის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია.

"რეფორმერი" არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მაძლევს ამ შესაძლებლობას. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა და სოციალურმა მდგომარეობამ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა, რომ ცვლილებების დროა. ახლა განსაკუთრებით საჭიროა ახალი სახეების ჩართვა პოლიტიკაში და ახალი პოლიტიკური სტანდარტის დამკვიდრება. ჩვენ ყველა ერთად ვიმსახურებთ, რომ თავად ვიყოთ ცვლილებების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ საქართველოში ცხოვრება იყოს ღირსეული და საამაყო.

- რა ინიციატივების განხორციელებას აპირებთ კონკრეტულად ვაკის საარჩევნო ოლქში?

_ ვაკის საარჩევნო ოლქში მაცხოვრებელ ადამიანებს განსხვავებული პრობლემები აქვთ, თუმცა არის პრობლემები რომლებიც ყველას ერთნაირად ეხება, მაგალითად, ეკოლოგიური და ურბანული. ბოლო წლებში ვაკის რაიონი დეველოპერების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, შენდება უამრავი საცხოვრებელი კორპუსი, ქაოტური მშენებლობები იწვევს ეკოლოგიურ და ურბანულ პრობლემებს. ვიწრო ქუჩებზე გაშენებული ახალი მაღალსართულიანი კორპუსები არ არის დაკმაყოფილებული საკმარისი საპარკინგე ადგილებით, რაც იწვევს ავტომანქანების გაჩერებას ქუჩაში, ამას ემატება ავტომობილების სხვა ნაკადი და იქმნება სატრანსპორტო კოლაფსი.

ვაკის ოლქში არსებული რეკრეაციული ზონები, მათ შორის მზიური, ვაკის პარკი და სხვა სკვერები, ფაქტობრივად აღარ ყოფნის ახალ განაშენიანებას, მაცხოვრებელთა გაზრდილ რაოდენობას, რაც იწვევს ჰაერის დაბინძურების მაღალ მაჩვენებელს ვაკის რაიონში და რაც ბოლო პერიოდში, საგრძნობლად შესამჩნევია.

მოსახლეობასთან შეხვედრებზე პრობლემატურ საკითხად გამოიკვეთა საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და სკოლების ნაკლებებობა. ეს პრობლემაც გაზრდილი მშენებლობებით არის გამოწვეული, რაც ბევრი ოჯახისთვის არის პრობლემა და დამატებითი ხარჯი. ჩვენი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განათლების მიმართულება. "რეფორმერის" ხედვა ყველა სფეროში განათლებას ეფუძნება, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის მოგვარება.

ჩვენ უნდა დავიწყოთ რეფორმების გატარება ყველა სფეროში. "რეფორმერი" ქმნის ახალ შესაძლებლობებს და რეალობას, სადაც თითოეული ჩვენგანი იპოვის საკუთარ თავს და შრომით, ძალისხმევით მივიღებთ იმ შედეგს, რაც მოგვცემს სტაბილურად განვითარების საშუალებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42