კიბერუსაფრთხოება არის თემა, რომელიც ბოლომდე მიშვებულია ხელისუფლების მხრიდან, არ არსებობს არც სტრატეგია, არც მზადყოფნა და არც რესურსი - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 22:51, 25 Sep, 2020     1066

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელი, სერგი კაპანაძე, ქვეყნის კიბერუსაფრთხოებასა და შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს.

სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას არ აქვს არც რესურსი, არც სტრატეგია და არც მზადყოფნა, რათა დაცული იყოს ქვეყნის კიბერუსაფრთხოება.

კაპანაძის თქმით, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, ის კანონმდებლობას იყენებს იმისათვის, რომ გაზარდოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილება და ის ჩარიოს კერძო კომპანიების საქმეში.

კიბერუსაფრთხოება არის ძალიან სერიოზული თემა, რომელიც ბოლომდე მიშვებულია ხელისუფლების მხრიდან, არ არსებობს არც სტრატეგია, არც მზადყოფნა და არც რესურსი და შესაბამისი საკანონმდელო ჩარჩო, რომელიც გამოყენებული იქნებოდა ქვეყნის მიერ მაგალითად, რუსეთიდან მომდინარე კიბერ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

ჩვენ ვნახეთ რამდენიმერჯერ შეტევა, რომელიც განხორციელდა საქართველოზე და ამაზე რაიმე ადეკვატური რეაგირება ქვეყნის მხრიდან არ გაკეთებულა, რაიმე განცხადებაც კი არ გაკეთებულა.

რაც შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს, პირიქით, სურვილი და მისწრაფება ხელისუფლების არის, რომ ეს გამოწვევები გამოიყენოს სუს- ისთვის მეტი უფლებამოსილების მისაცემად და მათთვის ისეთი ჩარჩოს შესაქმნელად, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, რომ კერძო კომპანიების საქმეში ჩაერიოს და არა პირიქით, მოაგავროს უსაფრთხოების პრობლემა.

ბუნებრივია ეს გამოწვევა პარტიებისთვისაც გამოწვევაა, მათ შორის ევროპული საქართველოსთვისაც და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც უნდა შეიცვალოს ამ არჩევნებში ხელისფლების დამარცხების შემდეგ არის სწორედ ის, რომ კიბერუსაფრთხოება, სხვა უსაფრთხოებასთან ერთად გახდეს პრიორიტეტული და ჩვენ ვიყოთ ისეთივე ძლიერი ამ კუთხით, როგორიცაა მაგალითად ესტონეთი.

ეს არის შესაძლებელი, თუმცა ამას სჭირდება ძლიერი გუნდი, ძლიერი ქვეყანა და სწორი ხედვა.“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42