"ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა არჩევნებზე მოხდეს დარღვევების, ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების მინიმიზება“ - გიგი წერეთელi
პოლიტიკა - 18:09, 25 Sep, 2020     1117

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ევროპული საქართველოს წევრი, გიგი წერეთელი, ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლასა და მათ როლზე საუბრობს.

გიგი წერეთლის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე დისტანციურად, ადგილობრივი დამკვირვებლების დახმარებით.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ყველანაირი შესაძლო დაღვევის ფაქტს ექნება მკაცრი რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოხდეს დარღვევის ფაქტების მინიმიზება.

„საქართველოში, 31 ოქტომბერს გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის პანდემიური ვითარება, არის აშშ-ში არჩევნები, ძალიან ბევრი დამკვირვებელი აპირებს ჩამოსვლას, ესენია როგორც ეუთო-ოდირის, ისე საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ვიცით რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი დააკვირდება, ზოგი იქნება ონლაინ-რეჟიმში და დაეყრდნობა ადგილობრივ დამკვირვებელს.

მთავარი არის ის, რომ არჩევნებს ექნება ძალიან სერიოზული მონიტორინგი და ძალიან სერიოზული შეფასებები გაკეთდება, რათქმაუნდა, თუკი იქნება რაიმე დარღვევა. ეს იქნება პრევენციულად, არჩევნების დღესაც და მის შემდეგაც, ძალიან აქტიურად დააკვირდება ყველა.

ამიტომ, ხელისუფლება უნდა შეეცადოს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მინიმიზება მოხდეს დარღვევების, ძალადობის, შერჩევითი გადაწყვეტილებებისა და მოსყიდვის ფაქტებზე.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42