"მესმის გიორგის დედის, მამის, დის, ვუსამძიმრებ მათ..."- შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დუმილს არღვევს
პოლიტიკა - 16:54, 25 Sep, 2020     4156

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილი დუმილს არღვევს - რევაზიშვილი ირწმუნება, რომ შაქარაშვილი თვალით არ უნახავს და არც მისთვის ალყის შემორტყმას ჰქონია ადგილი.

როგორც რევაზიშვილი "ინტერპრესნიუსისთვის" გაგზავნილ წერილში ირწმუნება, ის არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმის გამო იმყოფებოდა, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტის განმეორება არ დაეშვა.

"მესმის გიორგის დედის, მამის, დის და იმ ადამიანების, ვინც გულწრფელად განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა ეს დიდი ტრაგედია და ვუსამძიმრებ მათ. რაც შეეხება ჩემს სათქმელს, გეტყვით, რომ 19 ივნისის საბედისწერო ღამეს ნამდვილად ვიმყოფებოდი „ტოიოტა ქამრიში“ და არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩემი იქ ყოფნა გამოწვეული იყო ერთადერთი მოტივით, არ დამეშვა ბავშვებს შორის განმეორებით კონფლიქტი. მე გიორგი შაქარაშვილი თვალით არ მინახავს და არც ე.წ. ალყის დარტყმასაც არ ჰქონია ადგილი, არც ხევის ადგილმდებრაობა ვიცი და შესაბამისად, ვერც ვიქნებოდი იმ ადგილას. ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულოება, რაც ჩემს ბრალეულობას დაადასტურებდა. იმიტომ კი არ არსებობს, რომ ვინმემ გაანადგურა, არამედ იმიტომ, რომ უდანაშაულო ვარ. უფრო მეტიც, პროკურატურამ წაშალა ჩემი გუგლის ექაუნთიდან იმ ღამის გადაადგილების მარშრუტი, რომლითაც დასტურდება პროკურატურის ვერსიის აბსურდულობა. ჩვენ მიმართული გვაქვს პროკურატურისთვის შუამდგომლობით, რათა გუგლიდან აღდგენილი იქნეს წაშლილი ინფორმაცია. თუმცა პროკურატურა ამ საკითხზე დუმილის უფლებას იყენებს. მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო სიცრუის დეტექტორზე", -აცხადებს "ინტერპრესნიუსისთვის" გაგზავნილ წერილში რევაზიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42