ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების მძიმე პრობლემაზე საუბრობს.
ლევან თარხნიშვილის თქმით, კასპსა და მის სოფლებში, არის წყალმომარაგების მძიმე პრობლემა, მოსახლეობას მხოლოდ დღეგამოშვებით მიეწოდება წყალი, ხოლო როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება, თანხებს არა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ საკუთარი ფუფუნების საგნებზე ხარჯავს. თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ყველა პრობლემის მოგვარებას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.
„საქართველოს სოფლების და რეგიონების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, უმუშევრობასა და სიღარიბესთან ერთად, სასმელი და სარწყავი წლის დეფიციტი და ზოგადად ინფრასტრუქტურაა. გამონაკლის არც ქართლის მუნიციპალიტეტია. ქ. კასპსა და მიმდებარე სოფლების უმეტესობას წყალი მკაცრი გრაფიკით (1-2 საათი დღეში ან უფრო იშვიათად) მიეწოდება.
ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება საქართველოს და მის რეგიონებს ამ პრობლემის მოგვარებასაც პირდებოდა, მაგრამ არც ეს დანაპირები შეასრულა. უფრო მეტიც მილიონობით ლარი წავიდა ოცნების პარტ-აქტივის, ბიუროკრატიისა და მათი ნათესავების ჯიბეში კასპის მოსახლეობა კი კვლავ წყალის გარეშეა. დღეს რამოდენიმე ფაქტს გაგაცნობთ:
1. ქ. კასპი ძირითადად მარაგდება ორი წყაროთი: მდინარე ლეხურა და კასპთან არსებული რეზერვუარები. ორივე ამ წყაროს თავის პრობლემა აქვს - ა. ლეხურას სათავე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და წყლის ოდენობა ოკუპანტის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული. ასეც, რომ არ იყოს მდინარის კალაპოტში წყლის მასას ნალექების რაოდენობა და კლიმატი განსაზღვრავს, რადგან ამ ნაწილში რეზერვუარი უბრალოდ არ არსებობს. შესაბამისად, წვიმების პერიოდის გარდა კასპის დაახლოებით 1/3-ს წყალი პრაქტიკულად არ მიეწოდება. ბ. რეზერვუარები მოძველებულია და ქალაქის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ფაქტობრივად იქ დაგროვილი წყალი კასპის ცემენტის ქარხანას ხმარდება და მხოლოდ ნარჩენი ნაწილი მიეწოდება მოსახლეობას. 8 წლის განმავლობაში ქართულ ოცნებას არაფერი არ გაუკეთებია ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ეს მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პროექტი და მუნიციპალური განვითარების საერთაშორისო ფონდი მზად იყო გაეღო შესაბამისი თანხა;
2. სოფელი მარნის ნაწილში ე.წ. „პასიოლაკში“ წყლის და ინფრასტრუქტურის პრობლემის მოსაგვარებლად თითქმის მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა, შედეგი სავალალოა: გზა შუა სოფელში წყდება, სარწყავი არხები ცარიელია და სოფლის ონკანში წყალი არ მოდის უკვე რვა წელია;
მასალის გამოყენების პირობები






