ბატონ რომან კაკულიას საჯარო დებატებში ავუხსნი „ლელოს“ პროგრამის ყველა დეტალს - გიგლა მიქაუტაძე
პოლიტიკა - 15:41, 25 Sep, 2020     807

"ლელოს" ერთ ერთი ლიდერი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე აცხადებს რომ ბატონ რომან კაკულიას ლელოს „მარშალის გეგმის“ მიმართ კითხვები აქვს და მეტი სურს გაიგოს. ვიღებ ბატონი კაკულიას გამოწვევას და ვეპატიჟები მას სატელევიზიო დებატებში. ადგილი და დრო თავად შეარჩიოს. აცხადებს გიგლა მიქაუტაძე." ვთავაზობ მას ვისაუბროთ არა მხოლოდ ლელოს პროგრამაზე, არამედ ქართული ოცნების გეგმაზეც, თუ ასეთი არსებობს ბუნებაში. მე ყოველდღე ვხვდები სასოწარკვეთილ ადამიანებს გლდანის რაიონში, რომლებიც ვერ გრძნობენ ხელისუფლების არსებობას ქვეყანაში. მათ არავინ სცემს პასუხს კატასტროფულად გაუფასურებულ ლარზე და სესხებზე, რომლის გადახდის ვალდებულება თვის ბოლოს დაუდგებათ. ხელისუფლებამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, უნდა შექმნას სავალუტო დერეფანი - ლარის კურსის ქვედა და ზედა დროებითი ზღვარი, რომელიც დაასტაბილურებს ეროვნულ ვალუტას და ჩააქრობს პანიკას. მან ასევე უნდა შეიმუშაოს სესხების რეფინანსირების ახალი მექანიზმი, რათა მოხდეს ძველი სესხების ახლით გადაფარვა და 6 თვიანი საშეღავათო პერიოდის დაწესება. თუ „ქართულ ოცნებას“ არ მოგწონთ ლელოს მოდელი, წარმოგვიდგინეთ თქვენი ვერსია. უთხარით ხალხს, რას აპირებთ მათი მდგომაროების გასაუმჯობესებლად. გაეცით არა ჩემს, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების კითხვებს პასუხი." - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42