პროკურატურა: დავით ფურცხვანიძემ ე.წ. სატელიტის ფოტოები გააყალბებინა მის შვილს
პოლიტიკა - 14:36, 25 Sep, 2020     771

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის თქმით, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ადვოკატ მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები გადასცა, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მისივე თქმით, სატელიტის ფოტოების დამუშავება ფურცხვანიძემ საკუთარ შვილს სთხოვა"

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფურცხვანძე ხელმძღვანელობს მის მიერ დაფუძნებულ არაკომერციულ იურიდიულ პირს - "უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი". პროკურატურის თქმით, დაკავებულმა სატელიტის ფოტოები საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მზრიდან დაფინანსების მიღებისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით გააყალბა.


"7 სექტემბერს დ.ფ.-მ სკაიპის საშუალებით მიიღო ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები, თუმცა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება, რა მიზნითაც ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა მის შვილს და სთხოვა დამუშავება იმ ფორმით, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული. დაკავებულის შვილის ჯ.ფ-ს მიერ მოხდა აღნიშნული ფოტოსურათის დამუშავება და ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა დ.ფ.-სთვის," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურისვე განცხადებით, დაკავებულმა გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა მის პარტნიორს აქვს წვდომა სამხედრო-სამეცნიერო პროექტის შემსრულებლებთან, რომელმაც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სატელიტიდან მიიღო ხსენებული ფოტოები:

"მის მიერ სასამართლო სხდომაზე დასახელდა თითქოსდა ორი სატელიტის კოდური დასახელებები და განმარტა, რომ მის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ფოტოები სწორედ აღნიშნული სატელიტების გამოსახულებას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 19 ივლისით დათარიღებული ფოტოს ზოგადი ინტერფეისი თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის ზოგად ინტერფეისთან, კერძოდ, ხე-ბუჩქები, შუქ-ჩრდილები და გზა სრულ თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტურ გამოსახულებასთან," - ამბობს გამოძიება.

პროკურატურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფურცხვანიძე ქვეყნის დატოვებას აპირებდა - მას უკვე შეძენილი ჰქონდა ავიაბილეთი, ასევე საზღვარგარეთის ერთ-ერთ ბანკში გააჩნია ანგარიში, რომელზეც სისტემატურად აკუმულირებდა თანხას. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებული ქვეყნის დატოვებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით აპირებდა, რის გამოც ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე ფურცხვანიძისთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე იშუამდგომლებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42