"ჩაფლავებულმა ოცნებების ხელისუფლებამ მცირე და საშუალო ბიზნესი მიატოვა და მათი გადასარჩენად გამოყოფილი ფული კი, თავად მოიხმარეს" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 14:15, 25 Sep, 2020     942



„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძის განცხადებით ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და დამსხვრეული ოცნებების მთავრობის უმოქმედობამ ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესი დააზარალა. ამასთან, მიაჩნია, რომ 5 მილიარდი ლარიდან, რომელიც საქართველომ მიიღო, 500 მილიონი სწორედ აღნიშენული სფეროს გადარჩენას უნდა მოხმარდეს და მოქმედ მთავრობას მიმართავს დაუყოვნებლივ შეაჩეროს მიკროსაფინანსო სტრუქტურებსა და საბანკო სისტემას მიერ ისედაც გაჭირვებული ხალხის ქონების გადაფორმება. ვაშაძის თქმით, ეს ფული ყველამ უნდა მიიღოს და ჩაფლავებულმა გახარიამ შეწყვიტოს კორუფციულ ხვრელებშიგაღატაკებული ადამიანების ფულის გადინება.


„ჩვენ შევხდით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. ქვეყანაში შექმნილმა კატასტროფული მდგომარეობამ ეს სფერო საკმაოდ დააზარალა. ფაქტობრივად ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსია, რის გამოც ლარის კურსი სწრაფად იზრდება, ადამიანებმა არ იციან როგორ დაფარონ სესხები, როგორ შეასრულონ ის ვალდებულებები, რომლებიც ბანკებთან, კერძო მევალეებთან და მიკროსაფინანსოებთან აქვთ. ხელისუფლებამ ეს ხალხი მიატოვა და ფული, რომელიც გამოყოფილია საქართველოსთვის მხოლოდ მათ ხმარდებათ. „სტრატეგიული აღმაშენებლის" გეგმით 5 მლრდ-დან, რომელიც გამოყოფილია საქართველოსთვის, 500 მლნ უნდა მცირე და საშალო ბიზნესს უნდა მოხმარდეს, მათთზე უნდა გადანაწილდეს, რომლებმაც სამუშაო ადგილები დაკარგეს. ამასთან მოხდეს ყველას სესხის პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში განხორციელდეს.დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქონების გადაფორმებები მიკროსაფინანსოებსა და ბანკების მიერ. ეს არის ფორსმაჟორი და არ შეიძლება, ამ პროცეშიიჩაგრებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესი და მასში დასაქმებული ადამიანები, ხოლო ბანკი მათ ქონებასიფორმებდეს. სამჭუხაროა, რომ მათ 220 მლნ-ის ქონება უკვე გადაიფორმეს. და რაც უმთავრესია, პენსიონრებს უნდა ჩამოეწეროს სესხის პროცენტი. ეს ფული ჩვენ მოგვცა ამერიკამ და ევროპამ იმისთვის, რომ ვართ მათი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი, ამ ფულს კი ჩაფლავებული ოცნებების პარტია მხოლოდ საკუთარი მეგობრებისთვის და საკუთარი ბიზნებესითვის იყენებს. ეს ფული ყველამ უნდა მიიღოს და არა ისევ კორუფციულ ხვრელებში გაუშვას ჩაფლავებულმა გახარიამ. დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს აღსრულების საკითხები და ქონების გადაფორმებებზე ექვსი თვიანი მონატორიუმიგამოცხადდეს, სხვა გამოსავალი არ არის," - აცხადებს გიორგი ვაშაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42