ასეთი დამოკიდებულება, როდესაც მუდმივად მიდის დამადლება შეთანხმებაზე, შატნაჟის ენით საუბარი, არ ეხმარება საერთო მიზანს, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი -სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 12:47, 25 Sep, 2020     720

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ენმ-ის ამომრჩევლისთვის ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდა.

სერგი კაპანაძის თქმით, ამგვარი შანტაჟის ენით საუბარი, დაყვედრება და დამადლება, არ არის ჯამში პროდუქტიული და არ ეხმარება საერთო მიზანს, რომ დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი.

კაპანაძემ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა აქცენტი გააკეთონ თავიანთ გეგმებზე და არა კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებსა და წამოძახებებზე.

„არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ყველა ასეთ გამოხტომაზე თუ კომენტარზე რეაგირება, ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ ცვლილებები, როგორ შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება და როგორ მოხდეს ისე, რომ ყველგან სადაც შესაძლებელია გაიმარჯვონ მაჟორიტარობის კანდიდატებმა, განსაკუთრებით შეთანხმებულმა კანდიდატებმა, ისე, რომ ოპოზიციურმა ძალებმა მიიღონ რაც შეიძლება მეტი ხმა.

ასეთი დამოკიდებულება, როდესაც მუდმივად მიდის დამადლება შეთანხმებაზე, შატნაჟის ენით საუბარი, არ არის ჯამში პროდუქტიული და არ ეხმარება საერთო მიზანს, ამიტომ მე თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადების კომენტირებისაგან, უბრალოდ ყველას მოვუწოდებ, რომ აქცენტი გააკეთონ თავიანთ გეგმებზე. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ, რა გეგმაც გვაქვს, რომ შევცვალოთ ეს ხელისუფლება და მერე გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ სიდუხჭირიდან, იმაზე გვინდა ლაპარაკი და არა იმაზე, თუ კონკრეტულმა პოლიტიკოსმა, რომელიღაც სხვა პოლიტიკოსს რა გააყვედრა, რა წამოაძახა ან რა დააყვედრა.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42