ჩვენი მხარდამჭერებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე თვალს არ დავხუჭავთ, ამიტომ უპრიანი იქნება გირჩმა მათ ბოდიში მოუხადოს - სამადაშვილი
პოლიტიკა - 11:34, 25 Sep, 2020     1410
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გირჩის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდებს მათ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს მიმართოს და ბოდიში მოუხადოს რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ენმ-ს ამომრჩევლების ხმა მისთვის მნიშვნელოვანი არაა.


აღნიშნულის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

„კარგად იცით, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძროაბამ თბილისში მხოლოდ 3 ოქლში დააყენა კანდიდატი, დანარჩენი კი გაერთიანებულ ოპოზიციას დაუთმო. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ მიგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად გადაწყვიტა მეორე ფრონტი გახსნას და ხშირად თავს გვესხმიან ჩვენ, ჩვენს ლიდერებს.

ჩვენ არ ვპასუხობთ თავდასხმებს მიხეილ სააკაშვილზე, პარტიის სხვა ლიდერებზე. თუმცა, არსებობს წითელი ხაზი და ეს ჩვენი ამომრჩეველია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არაა მიხეილ სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია ან სხვა რომელიმე ლიდერი, ერთიანი ნაციონალურიო მოძრაობა არის ის ასობით ათასი ადამიანი, რომელიც წლებია მხარს გვიჭრს. ამ ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ჩვენ ვერ მოვითმენთ. ამიტომ, მინდა მივმართო გირჩის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატია - მან თქვა, რომ მისთვის საინტერესო არაა რას ფიქრობენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები, არც მათი ხმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო შეცდომა და ჩვენი აზრით უპრიანი იქნება თუ ჯაფარიძე მიმართავს ჩვენს ამომრჩეველს და განმარტოს თავისი პოზიცია, მოიხადოს ბოდიში“ - აღნიშნა სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42