31 ოქტომბრის არჩევნებზე, ან ქვეყანა დარჩება უკუსვლაში, ჭაობსა და უიმედობაში, ან ყველა ერთად მოვიტანთ გარდამტეხ ცვლილებებს - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 11:35, 25 Sep, 2020     775

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში, აკაკი ბობოხიძესთან ერთად, წყალტუბოს მოსახლეობას შეხვდა და მათ პარტიის პროგრამა გააცნო.

აკაკი ბობოხიძის თქმით, ის უკიდურესი გაჭირვება, რომელიც ამ რეგიონშია, უნდა დასრულდეს 31 ოქტომბერს, გარდამტეხი ცვლილებების მოტანით. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს გეგმით, ამ რეგიონის მაცხოვრებლებს ექნებათ საშუალება საკუთარი პროდუქცია გაიტანონ ევროპაში და ამით მიიღონ მეტი კეთილდღეობა.

„წყალტუბო არის ერთ-ერთი მაგალითი გაშვებული შესაძლებლობების და იმის, თუ სადამდე მიიყვანა ქართულმა ოცნებამ ქვეყანა. მიუხედედავად არაერთი დაპირებისა, მიუხედავად ივანიშვილის პირადი დაპირებისა, წყალტუბოს რაიონში დღეს არის უზარმაზარი პრობლემები, არც ინფასტრუქტურაა აღდგენილი, ვერც ტურიზმი მუშაობს, ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა გაიტანონ და გაყიდონ უცხოეთში საკუთარი შრომით მოწეული მწვანილი და ეს არის ის რაიონი, რომელიც არამარტო თავის თავს ირჩენს, არამედ, საქართველოს ბიუჯეტში შეუძლია უზარმაზარი თანხები შეიტანოს.

სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერი უნდა იყოს გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები, ჩვენ წყალტუბოელებს ვთავაზობთ სატვირთო ტერმინალს კოპიტნარის აეროპორტში, რომელიც პირდაპირ მოემსახურება ამ ადამიანების პროდუქციის გატანას ევროპაში, ჩვენ წყალტუბოელებს ვთავაზობთ ინფრასტრუქტურის აღდგენას და ტურისტული ინფრასტრუქტურის ისე ჩამოყალიბებას, რომ წელიწადში, იმერეთში, მინიმუმ ჩამოდიოდეს მილიონი ევროპელი ტურისტი, ჩვენ წყალტუბოელებს ვთავაზობთ ყველა იმ ცვლილებას, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ.

ამიტომ, სწორედ ეს არის 31 ოქტომბრის არჩევნები, ან ქვეყანა დარჩება უკუსვლაში, ჭაობში და უიმედობაში, ან ყველა ერთად მოვიტანთ გარდამტეხ ცვლილებებს და ქვეყანას წავიყვანთ წინ.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ

„ჩვენ გვაქვს მორიგი შეხვედრა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვხვდებით წყალტუბოელ ამომრჩევლებს და მათთან ერთად ვაპირებთ გავიმარჯვოთ 31 ოქტომბრის არჩევნებში, რათა მშვიდობიანად, არჩევნების გზით დავასრულოთ ბიძინა ივაბნიშვილის ხელისუფლება და საქართველო მოვამზადოთ გარდამტეხი ცვლილებებისათვის, ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და წინსვლა.“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42