შაქარაშვილის საქმის "ოქროს მოწმის“ სამ საათიანი დაკითხვა დასრულა - რა ინფორმაცია მიაწოდა იაკობ ბრეგვაძემ სასამართლოს?
სამართალი - 16:43, 24 Sep, 2020     2019
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანების სასამართლო პროცესზე დაზარალებულ იაკობ ბრეგვაძის მოწმის სახით დაკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში სამი საათი მიმდინარეობდა. შენობიდან გამოსულმა ბრეგვაძემ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

კონკრეტულად, რა კითხვები დაისვა და როგორი იყო მოწმის პასუხები, ბრეგვაძეს ამ დეტალებზე არ უსაუბრია. მისგან განსხვავებით, არასრულწლოვანების საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, რომლის გარშემოც ბრეგვაძეს პასუხების გაცემა მოუწია.

მისი თქმით, ბრეგვაძის ჩვენების მიხედვით, ჩხუბში „მერსედესის“ ექვსივე მგზავრი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყო გიგა ტატიაშვილიც. რაც შეეხება პირების იდენტიფიცირებას, იაკობს კონკრეტული სახელები და გვარები არ დაუსახელებია და მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა:

„კონკრეტულმა მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რისი თვითმხილველიც თავად იყო. მოწმემ დეტალურად მიუთითა, მათი გადაადგილების დროს, როცა პირველი ავტომობილი "მერსედესი" მოვიდა, რა მოქმედებები განხორციელდა. მისი ჩვენებით, 6 ადამიანი გადმოვიდა მანქანიდან, ერთი შეიარაღებული იყო რკინის ხელკეტით, რომელიც კონსტანტინე ღიბრაძეს დაარტყა, რაც მოწმემ ადგილზე საკუთარი თვალით დაინახა. ასევე, ერთ-ერთმა პირმა მიწის საფარიდან ქვა აიღო და ექვსივე პიროვნება ჩაერთო ძალადობაში. როგორც მოწმემ განმარტა, სანამ ღობეზე გადახტებოდა, დაინახა, როგორ შეუერთდა მათ ის ორი პიროვნებაც, რომელიც მანამდე უკან ფეხით მოყვებოდა. ჩხუბს რაც შეეხება, დაინახა, რომ ერთი პიროვნება იყო წაქცეული, იმ მომენტში იდენტიფიცირება ვერ მოახდინა, ალყაში მოიქციესო, ასე განმარტა. მოწმის თქმით, რვავე პიროვნება ჩართული იყო ჩხუბში და იქნევდნენ ხელებს და ფეხებს. კონკრეტული პიროვნება სახელით და გვარით არ დაუსახელებია, თუმცა, დააკონკრეტა რამდენჯერმე, რომ ჩხუბში რვავე პირი იყო ჩართული, იქნევდნენ ხელებს და ფეხებს და ალყაში ჰყავდათ ერთი პირი. ვინაიდან მან შენობას შეაფარა თავი, დაზიანებული პიროვნება არ უნახავს", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

ბრეგვაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, ფოტოგრაფმა მხოლოდ იმიტომ ვერ მოახერხა „მერსედესის“ მგზავრების იდენტიფიცირება, რომ მას კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლია. ასევე, მან არ იცის ხიდის ქვეშ განვითარებული მოვლენების დეტალები, რადგან არაფერი დაუნახავს:

"იაკობ ბრეგვაძემ უამარავ კითხვას უპასუხა, როგორც ბრალდების მხარის, ასევე ჩემი პატივცემული კოლეგების. ყველასთვის ცნობილია, რომ იაკობ ბრეგვაძეს არასდროს, არც ერთ კომენტარში, მათ შორის, არც ჩვენებაში არ უთქვამს, რომ მას კონკრეტული პირების ამოცნობა შეუძლია. შესაბამისად, მსგავსი საუბარი არ ყოფილა. იაკობ ბრეგვაძემ თქვა, რომ იმ 8 ადამიანის სახელი და გვარები არ იცის, მათი ამოცნობა არ შეუძლია, მაგრამ თითოეული მათგანი ჩხუბში იღებდა მონაწილეობას. მან დაინახა მოქნეული ხელები, მაგრამ კონკრეტულ ადამიანს ხვდებოდა თუ არა, ეს არ დამინახავსო. "ტოიოტას" მგზავრებთან დაკავშირებითაც იყო კითხვები, ეს ლოკაციის სხვა ადგილი იყო, როცა კიბიდან ჩამოვიდა, დაინახა ფანჯრიდან ორი ადამიანი, რომელიც ფეხზე იდგა, სავარაუდოდ, მისიანები. ამ დროს გაჩერდა ავტომანაანა, დაიწყო ჩხუბი, აბრუნდა უკან და არაფერი უნახავს.

ხიდის ქვეშ რა ხდებოდა, ამას ბრეგვაძე ვერასდროს დაინახავდა და არც არასდროს უთქვამს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მან თქვა, რომ ბათუმისკენ მიმავალ გზაზე, აივანზე დგომისას დაინახა, მეორე მხარეს, ანუ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე თეთრპერანგიანი ადამიანი, რომელიც ივარაუდა, რომ იყო ახვლედიანი. ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე დაინახა ორი ადამიანი. ეს არ ხდებოდა ხიდის ქვეშ, ეს ხდებოდა ზედ ხიდზე, შესაბამისად, ხიდის ქვეშ რა ხდებოდა, არ დაუნახავს, არ იცის“, - განაცხადა ჭკადუამ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს არასრულწლოვანების დაცვის მხარეს - ერთ-ერთი ბრალდებულის ნიკოლოზ ცუცქირიძის ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აცხადებს, რომ სასამართლომ ბრეგვაძის ჩვენება არ უნდა გაიზიაროს, რადგან მისი გამოკითხვის ოქმში ფიზიკური დაპირისპირების შესახებ არაფერია ნათქვამი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ბრეგვაძის განცხადებით, ჩხუბში 13 პირი მონაწილეობდა და ეს ფაქტი ბრალდების ყველა ვერსიას ეწინააღმდეგება:

"იაკობ ბრეგვაძის ჩვენება არ არის გასაზიარებელი, რადგან მისი ჩვენება ეწინააღმდეგება გამოძიების პროცესში მიცემულ ინფორმაციას. ბრეგვაძე გამოკითხულია რამდენჯერმე, მას ერთხელაც კი არ აქვს ხიდის ეპიზოდზე ნათქვამი, რომ შენიშნა რაიმე სახის დაპირისპირება, ან ფიზიკური ძალადობა. საუბარი მაქვს "მერსედესის" ინციდენტზე. დევს ორი გამოიკითხვის ოქმი, სადაც ბრეგვაძე ფიზიკურ დაპირისპირებაზე არ საუბრობს. გარდა ამისა, მე დავუსვი მოწმეს კითხვა, თუ შეესწრო დაპირისპირებას და რამდენი პირი იღებდა მონაწილეობას, რაზეც განაცხადა, რომ იყო 13 პირი, რაც წარმოუდგენელია და სცილდება ბრალდების აბსურდულ ვერსიას. საქმეში მონაწილე ყველა პირის ადვოკატს თუ დაუსვამთ კითხვას, დაადასტურებენ, რომ ბრეგვაძემ განაცხადა, როდესაც ის წამიერად შემობრუნდა, დაინახა 13 პირი. მას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნ.ც. არც ერთ ეპიზოდში არ უხსენებია", - განაცხადა ბერიანიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42