შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის დევნილი საზოგადოების ნაწილი, სადაც ყურადღება გამახვილდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებზე, ქართულ-აფხაზური დიალოგის დაწყებაზე და კომფლიქტის მოგვარებზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნინო ბურჯანაძე ზუგდიდში შეხვდა აფხაზეთის დევნილ საზოგადოებას. მათ შორის საკმაოდ გურწრფელი და უშუალო საუბარი შედგა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ნინო ბურჯანაძე შეძლებს ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას!
მოგეხსენებათ, რომ ზუგდიდში ცხოვრობენ დიდი რაოდენობით დევნილები აფხაზეთიდან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა ნინო ბურჯანაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს „ერთიან საქართველოს“, ისინი დარწმუნებულები არიან , რომ ქალბატონი ნინო არ დაიშურებს არც ძალას და არც გამოცდილებას საიმისოდ, რომ ჩვენ აფხაზეთელები, მშვიდობიანი გზით დაუბრუნდეთ საკუთარ სახლებს. ჩვენს აფხაზ ძმებთან კვლავინდებურად უნდა ვიყოთ ერთად ერთიანნი ჭირშიც და ლხინშიც. ეს არის დღეს ჩვენი საზოგადოების შეკვეთა და ამას წინ ვერაფერი აღუდგება“. - აცხადებს დავით ეხვაია.
მასალის გამოყენების პირობები






