"რეფორმერის" წევრი ბაჩო ბუჩუკური: ტურიზმის სექტორს, რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალდა, შველა სჭირდება
პოლიტიკა - 15:31, 24 Sep, 2020     1364

პარტია "რეფორმერი" მთავრობას ტურიზმის სექტორში მკაცრი რეგულაციების მოხსნისკენ მოუწოდებს და სექტორის გადასარჩენად, საზღვრების სასწრაფოდ გახსნას ითხოვს.

როგორც პარტია "რეფორმერის" მცხეთა-თიანეთი -დუშეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბაჩო ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფომ რეალურად ვერ უზრუნველყო კორონაპანდემიის შედეგად დაზარალებული სექტორის დახმარება და საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც ტურიზმის სექტორს საბოლოო ჩამოშლისგან გადაარჩენს.

ბაჩო ბუჩუკური, "რეფორმერის" მცხეთა-თიანეთი -დუშეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი""კორონაპენდემიამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს. შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმართულება ყველაზე მეტად დაზარალდა. ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ ბიზნესებში დასაქმებული იყო ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი, ისინი დღეს არიან უმუშევრები, შემოსავლის გარეშე დარჩნენ მათი ოჯახები."

სამწუხაროდ, სახელმწიფომ რეალურად ვერ უზრუნველყო კორონაპანდემიის შედეგად დაზარალებული სექტორის დახმარება - ბევრი კომპანიაა გაჩერებული, ბევრი საერთოდ გაკოტრდა.

ბაჩო ბუჩუკურის განცხადებით, ხელისუფლების მიერ გატარებულმა რეგულაციებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ტურიზმის პრობლემები - დაკეტილი საჰაერო სივრცე, ჯანადაცვის სამინისტროს მკაცრი რეგულაციები და საკარანტინო სისტემა, ბუნდოვანს ხდის ტურიზმის მომავალს საქართველოში. ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ბედის ანაბარა არიან მიტოვებულები.

" როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, კორონავირუსი არსად წასვლას აპირებს და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება. შესაბამისად, საზღვრის დაკეტვა და ტურიზმის საბოლოო გაჩერება გამოსავალი არ არის. სახელმწიფომ უნდა გახსნას საზღვარი, რეგულაციების კონტროლით შესაძლებლობა მივცეთ ტურისტულ სააგენტოებს, შემოიყვანონ ტურისტები, მათვე უზრუნველყონ კონტროლის მექანიზმების დაცვა. ეს გადაგვარჩენს სექტორის საბოლოოდ ჩამოშლისგან და უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის შემოსავლის წყარო გაჩნდება.

ასევე გამოვდივართ ინიციატივით, ეს პერიოდი გამოყენებულ იქნეს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის და ამ სფეროში ჩართული ადამიანების გადამზადებისთვის, რომ სერვისის სფერო აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს - აცხადებს პარტია "რეფორმერის" წევრი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-თიანეთი -დუშეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ბაჩო ბუჩუკური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42