ლევან კობერიძე: “ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში"
პოლიტიკა - 14:57, 24 Sep, 2020     896

„ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქართველოში და არ გვექნება ლეტალური შემთხვევების ზრდა", - ამის შესახებ ლევან კობერიძემ ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა, რაც ჯანდაცვის სექტორს მალე დაუდგება, ეს არის სეზონური გრიპების პერიოდის მოახლოება და კოვიდ 19-ის ვირუსთან მისი ზედდება, რაც შესაძლოა ჩვენი მოსახლეობის ძალიან მძიმე პრობლემად გადაიქცეს. „ამ ვირუსებს ახასიათებს ერთნაირი სიმპტომატიკა, მსგავსი გამოვლინებები და შესაბამისად, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორში არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლებელია მოხდეს პაციენტების ნაკადების აღრევა, რამაც შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს", - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა ჯანდაცვის ექსპერტებთან, სადაც გამოითქვა მოსაზრებები და წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინების რაოდენობა, დაახლოებით 135 ათას ვაქცინამდე, რომელიც დღეს არის საქართველოში შემოტანილი, არანაირად არ არის საკმარისი ისეთი რისკ-ჯგუფების ვაქცინაციისთვის, როგორებიც არიან ექიმები, პედაგოგები, პოლიციის თანამშრომლები და ა.შ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციის სახით მივმართოთ და შევთავაზოთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ რაც შეიძლება სწრაფად იზრუნოს იმაზე, რომ დამატებით მოხდეს ქვეყანაში ერთი მხრივ, სეზონური გრიპის ვაქცინების შემოტანა და მეორე მხრივ, ახლავე დაიწყოს აქტიური აგიტაცია მოსახლეობასთან ამ ვაქცინების გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან არის გარკვეული ეჭვი და მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური ჯგუფები შეეცდებიან ვაქცინასთან დაკავშირებით დაიწყოს ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ეს „ბოროტებაა" ადამიანებისთვის. პირიქით, ახლა ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ იფეთქებს საქაღტველოში და არ გვექნება ლეტალური შემთხვევების ზრდა", - განაცხადა ლევან კობერიძემ.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42