ამომრჩეველთა აქტიურობა, პარტიების ერთიანობა და საერთაშორისო ზეწოლა არის წამალი, რომელიც წინ აღუდგება ბიძინა ივანიშვილს - ლევან თარხნიშვილი
პოლიტიკა - 13:55, 24 Sep, 2020     882

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის, გორის და კასპის ოლქში, ლევან თარხნიშვილის თქმით, ქართული ოცნება აქტიურად იყენებს ნაცნობ მეთოდებს, როგორებიცაა დაშინება, მოსყიდვა და ძალადობა.

ლევან თარხნიშვილის თქმით, ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ ვერავინ წავა და მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, ბიუროკრატებსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, ნუ ჩაყვებიან ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში.

„საარჩევნო კამპანიის დასაწყისიდან, ჩანს, რომ ქართული ოცნება უარს არ ამბობს მისთვის ნაცნობ მეთოდებზე და ისევ იყენებს ძალადობას, დაშინებას, ამომრჩევლის მოსყიდვას, პირადი ინფორმაციისა და პირადი ჩანაწერების გამოყენებას ზეწოლისათვის. მაგრამ, აქ აღსანიშნავია რამდენიმე ფაქტი.

პირველი, ის, რომ ქართული ოცნება არის განწირული დამარცხებისათვის, რადგან ხალხის დაკვეთა არის გარდამტეხი ცვლილებები და შესაბამისად, მინდა მოვუწოდო ყველა ბიუროკრატს, ყველა მუნიციპალიტეტის თანამშრომელს, ყველა სააარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელს, ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ სამარეში ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. ყველა, ვინც აღუდგება წინ ხალხის დაკვეთას, არის განწირული დამარცხებისათვის.

მეორე, ამომრჩეველთა აქტიურობა, პარტიების ერთიანობა და საერთაშორისო ზეწოლა არის წამალი, რომელიც წინ აღუდგება ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას და უზრუნველყოფს იმას, რომ 31 ოქტომბერს დამთავრდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და დაიწყება გარდამტეხი ცვლილებები.“ -განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42