"მეგობრებო, არ ვიცი უნდა ვიცინო, ვიტირო, სერიოზულად ვიფიქრო, სარკაზმულად ვიხუმრო თუ რაღაც სხვა ვქნა... მოკლედ, აწ განსვენებული „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდმა („ეტალონთმოძულე“ ვასიკო მაღლაფერიძის კლასტერი) არ გადამიყვანა გენერალური დირექტორის მაძიებელთა კონკურსის მეორე ტურშიც კი, - სულ ერთი ხმა მაჩუქეს...
სამაგიეროდ ერთხმად: 9-დან 9 შედეგით, გადაიყვანეს ქალბატონი თიკო ბერძენიშვილი, რომელსაც ამავე არხზე გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის უამრავი წლის წარმატებული გამოცდილება ჰქონია... სწორედ მას, „პროგრესულად მოაზროვნე“ და პრორუსული განწყობის ელემენტებითაც დაკომპლექტებულმა ბორდმა, იმავე „სხდომა-პლენუმზე“ ერთხმად გაუზარდა ხელფასი და მალე, ორიოდე დღეში, სახალხოდ და საზეიმოდ დამტკიცების შემდეგ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფეხზედამყენებელი ქალბატონი, ახლა უკვე გენერალური დირექტორის პოსტზე, 4000 ლარის ნაცვლად, ხელზე ყოველთვიურ ჯამაგირს: 10000 ლარს მიიღებს !..
ვაშა შენებას ! ვაშა წინსვლას ! ვაშა ჩალით დახურულ საქართველოს !
P.S. ისე, უამრავი ადამიანი მიმტკიცებდა, - მანდ ყველაფერი გადაწყვეტილია და ნუ შეყოფ მაგ მამაძაღლობაში თავსო. მე კი სამართლიანობისა სუსტად, თუმცა, მაინც მჯეროდა და საბოლოოდ დავერწმუნდი, რომ 2020 წლის სექტემბრის ბოლოს, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებთან ერთად, უსამართლობაც თვალშისაცემად მატულობს... ბოდიშს ვუხდი სხვა კანდიდატებს, რომ არ ვახსენე.
P.P.S. რაც შეეხება „ეტალონის“ ტელეეთერში დაბრუნებას, რა მოვიმოქმედო, ნამდვილად არ ვიცი... არადა, კვლავაც სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ხალხს ენატრება და მომავალ თაობას სჭირდება, და ამ მიმართულებით, ჩემდა უნებურად, ე. წ. გადაუწყვეტელებში აღმოვჩნდი, თუმცა რაღაც გზას მოვძებნი, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და საზოგადოების მხარდაჭერაც მაძლიერებს... თქვენ, რას იტყვით ? " - სწერს გოჩა ტყეშელაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






