ჩვენი ორიენტირი არის ივანიშვილის დამარცხება და ჩვენი კანდიდატი ამ ოლქში იბრძვის სწორედ ამისათვის - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 11:41, 24 Sep, 2020     823

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ნაციონალური მოძრაობის მიერ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში კანდიდატის დასახელებას ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, ევროპული საქართველოს მთავარი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და ევროპული საქართველოს, როგორც ალტერნატივის წარმოჩენა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ის ვერ შეაფასებს მისი კონკურენტი ოპოზიციური ძალის გადაწყვეტილებასა და საარჩევნო სტრატეგიას.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს ყველა კანდიდატი, ყველა რეგიონში იბრძვის იმისათვის, რომ დაამარცხონ ქართული ოცნება.

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვენი კონკურენტი ოპოზიციური ძალების გადაწყვეტილებები შევაფასოთ. ჩვენი მთავარა ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ამ არჩევნებზე და ჩვენი კანდიდატი ხონის-ვანის-წყალტუბოსა და სამტრედიის ოლქში არის ძალიან ძლიერი კანდიდატი, აკაკი ბობოხიძე და ის იბრძვის იქ გამარჯვებისათვის. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ, მათ შორის კანდიდატის შეცვლასთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა იქ რა იწვევს კითხვის ნიშნებს, პირადი მოტივი ან მსგავსი თემები, ჩვენთვის ეს არის შეფასების მიღმა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორიენტირი არის ივანიშვილის დამარცხება და ჩვენი კანდიდატი იქ იბრძვის სწორედ ამისათვის.

ჩვენი ამოცანა არ არის ჩვენი კონკურენტების საარჩევნო სტრატეგიის შეფასება, ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი გუნდით, რომელიც შედგება როგორც ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი, ისე ახალი სახეეებისგან, რომლებიც იბრძვიან სხვადასხვა რეგიონში, რათა ჩვენი გუნდი იყოს წარმოჩენილი როგორც ქართული ოცნების ალტერნატივა, რაც რეალურად არის.

ამიტომ, ჩვენი ამოცანა და სწორება არის ქართული ოცნების დამარცხება და ყველა ჩვენი კანდიდატი, უკლებლივ ყველა რეგიონში, იბრძვის ამისათვის, რომ დაამარცხონ ქართული ოცნება.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42