ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, სამტრედიის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში, აკაკი ბობოხიძე წარუდგინა.
პოლიტიკა - 10:57, 24 Sep, 2020     798

აკაკი ბობოხიძის თქმით, როგორც სამტრედიაში, ისე მთლიან საქართველოში, არის მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, ადამიანებს კი აქვთ გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი. დავით ბაქრაძის თქმით, ევროპული საქარველო იქნება კომპასი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან და წაიყვანს წინ.

„დღეს გვქონდა შეხვედრა სამტრედიელ ამომრჩეველთან, ჩვენ არ დავტოვებთ არცერთ ქალაქს, არცერთ უბანს, სადაც არ შევხვდებით მოსახლეობას, სადაც არ მივიტანთ ჩვენ სიტყვას და პროგრამას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება შევცვალოთ არჩევნებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევცვალოთ მშვიდობიანად და ამას გავაკეთებთ ჩვენ ამომრჩეველთან ერთად, მათ შორის სამტრედია იქნება ის ქალაქი, რომელიც უარს ეტყვის ბიძინა ივანიშვილის მმართველობას და მასთან ერთად მთელი მისი გუნდის მმართველობას.“ -განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

„აბსოლუტურად ცალსახა განწყობაა სამტრედიაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ადამიანებს სჭირედბათ გარდამტესხი ცვლილებები, ადამიანები დაიღალნენ უიმედობისგან, სიღარიბისგან, გაჭირვებისგან, კრიმინალისგან და იმის განცდისგან, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს მომავალი არ აქვთ. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და სწორედ ევროპული საქართველოა ის გუნდი, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს გარდამტეხ ცვლილებებს, 100 000 ახალ სამუშაო ადგილს, გადასახადების შემცირებას და თანხის დაზოგვას, გაორმაგებულ სოციალურ დახმარებებსა და პენსიას, ანუ იმ ყველაფერს, რაც უკვე პირველივე წელს საზოგადოებას აგრძნობინებს უკეთესობას, მოაგვარებს პრობლემებს და ქვეყანას წაიყვანს წინ.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42