ვითარება რაც ბელორუსშია, გაკვეთილია ხელისუფლებებისათვის, ვინც ეცდება, რომ არჩევნებზე ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდეს - გიგი წერეთელი
პოლიტიკა - 10:56, 24 Sep, 2020     752

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროპული საქართველოს წევრმა, გიგი წერეთელმა, ბელორუსის ოპოზიციის ლიდერსა და საპრეზიდენტო კანდიდატთან, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან, ონლაინ შეხვედრა გამართა.

გიგი წერეთლის თქმით, დღეს, ბელორუსში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრშია და ეუთოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ დაეხმაროს ბელორუს ხალხს ვითარების განმუხტვასა და დიალოგის დაწყებაში.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ვითარება, რომელიც ბელორუსშია, უნდა იყოს გაკვეთილი ხელისუფლებებისათვის, ვინც ეცდება არჩევნებზე ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას.

„ბელორუსში მიმდინარე მოვლენები არის მსოფლიო ყურადღების ცენტრში, შესაბამისად, ეუთოსთვის ეს დღეს ერთ-ერთი პრორიტეტია, რომ დავეხმაროთ ვითარების განმუხტვას, იმას, რომ დიალოგი შედგეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, იმ ადამიანებს შორის, ვინც დღეს დგას ქუჩაში და ითხოვს სამართლიანი არჩევნების შედეგებს და ეს პროცესი უნდა იყოს მხარდაჭერილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და სწორედ ამაზე მქონდა საუბარი ოპოზიციის ლიდერთან და საპრეზიდენტო კანდიდატთან, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან.

ვისაუბრეთ იმ გამოსავალზე რაც შეიძლება ამ მდგომარეობიდან იყოს, ოპოზიციის შეხედულებებზე და რათქმაუნდა მიუღებლობაზე იმისა, რომ ძალიან ბევრი ლიდერი და სამოქალაქო საზოგადოების ძალიან ბევრი წარმომადგენელი დღეს ან დაპატიმრებულია ან ქვეყნიდან არის გაძევებული. ის ვითარება რაც ბელორუსშია, ძალიან საინტერესოა როგორც გაკვეთილი ხელისუფლებებისათვის, ვინც ეცდება, რომ არჩევნებზე ხალხის ნების წინააღმდეგ გადადგას ნაბიჯები.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42