ნინო ბურჯანაძე ზუგდიდში ამომრჩევლებს შეხვდა
პოლიტიკა - 10:42, 24 Sep, 2020     637
„ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად ზუგდიდს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.

ადგილობრივებმა რეგიონის ეკონომიკური განვითარების შესახებ ,,ერთიანი საქართველოს" ხედვა და გეგმები მოისმინეს.

,,ყველაფერს გავაკეთებ მეგრელი გლეხისთვის პროდუქციის გასაღების ბაზრების გასახსენელად.

სამეგრელო ოდითგანვე ძლიერი და ცნობილი იყო თხილის, ჩაის, დაფნის, ციტრუისის ბიზნესით და დღეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში ამ რეგიონის მოსახლეობას არ უნდა უჭირდეს.

ამ ყველაფრისთვის ვიბრძოლებ არა ტერმინებით , ფრაზებით, საკუთარ რეიტინგზე ფიქრით, პერფორმანსებით და გულში მჯიღის ცემით, რასაც აქამდე ვხედავდით და შედეგი არ გვქონდა, არამედ ყველანაირი პოლიტიკური და დიპლომატოური გზებით."- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებიდნენ აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების ნაწილი და ბუნებრივია

საუბრის ერთ- ერთი მთავარი თემა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილთა პრობლემების მოგვარება იყო.

„ვიცი, რომ დღეს დევნილები ძალიან უიმედოდ არიან. ვიცი, რომ მათ არ ჯერათ პოლიტიკოსების, მაგრამ მე ვეუბნები მათ თუ რა შემიძლია გავაკეთო მათთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ვეუბნები, რომ ჩემს ძალას, გამოცდილებას და კავშირებს მაქსიმალურად მოვახმარ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს , რომელიც ერთი ნაბიჯითაც არ დაძრულა.

ვისაუბრებ არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ვაშინგტონთან და ბრიუსელთანაც.

სწორედ ეს გახლავთ ჩვენი პარტიის სლოგანი და ჩვენი გუნდის ძლიერი მხარე- ძალა და გამოცდილება, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა ჩვენს ქვეყანას.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ზუგდიდელ ამომრჩეველთნ შეხვედრისას ნინო ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას ისეთი მთავრობა სჭირდება , რომელიც უმუშევრობის გამო საქართველოდან მოსახლეობის გადინებას ხელს კი არ შეუწყობს, არამედ ვინც წასულია მათაც სამშობლოში დააბრუნებს. შექმნის ისეთ პირობებს , რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საკუთარ ქვეყანაში შეძლონ ოჯახის შენახვა და ადგილის დამკვიდრება.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ რომ ის პრობლემები, რაც 2016 წელს ან თუნდაც 2013 წელს იყო კვლავ დასაძლევი და მოუგვარებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42